ეს ინფორმაცია ნაციონალებმა როგორც კომპრომატი ისე გამოაქვეყნეს. მე კი წარმოდგენა ამიმაღლა ჩვენ პრეზიდენტზე. ფაიზაღს ბაზრობს

საინფორმაციო პორტალმა "ზონა ნიუსმა" გამოაქვეყნა ჟურნალში - "დრო მშვიდობისა" დაბეჭდილი გიორგი მარგველაშვილის ფილოსოფიური აზრები, ქართველი ერის შესახებ. აღმოჩნდა, რომ ივანიშვილის მიერ დასმულმა მარიონეტმა, წლების წინ, ქართველ ერს "მსუბუქი დებილობის დიაგნოზი დაუსვა". ის ქართველ ერს ჩლუნგადაც მოიხსენიებს...
გათავაზობთ ამონარიდებს...
„ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება... მაგრამ,რომელსაც ვერ შველიან საკუთარი სისულელის, სიჯიუტისა და სიჩლუნგის გამო“;
„დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ მდგომარეობამდე.
ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება - აი, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა. . .“.
„ქართველი ერი ვერ აღწევს ზრდასრული ინტელექტის საფეხურს, გონებრივი განვითარების ეტაპს და ბავშვის ასაკის დონეზე დარჩენილი, მისი ცნობიერება არ არის იმ სიმაღლეზე, რომელზეც ხდება პიროვნების სრული გამთლიანება, ამიტომაც აშენებს ისეთ სახელმწიფოს, როგორსაც ბავშვები აგებენ თამაშის დროს. მოკლედ ის „პამპულობას“ თამაშობს. ქართველი გამოიყურება ემოციურად, იმპულსურად, მაგრამ სინამდვილეში არის ინფანტილური, რადგანაც მას რაციონალური აზროვნების სუსტი საფუძველი აქვს“;
„რა არის ქართული სახელმწიფო, თუ არა სახელმწიფობანას თამაში, რომელიც ბავშვების თამაშის ძირითად წესს ეფუძნება: „არაუშავს“, „მაპატიე, რა“, „არ მინდოდა“ და ა. შ. თუმცა ამ სახელმწიფოში ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც არ უნდა ხდებოდეს: ერთნი მდიდრდებიან, მეორენი ღატაკდებიან... ეს დისბალანსია, რომლის გამოსწორებას უნდა ცდილობდეს ერი...
მაგრამ ამას არ იქმს, დისბალანსი არ იცვლება, რადგან ერთი „ჟილკობით“ იგებს, მეორე კი არ ცდილობს, ეს „ჟილკობა“ დაგმოს, არამედ ცდილობს, თვითონაც იხეიროს სხვათა ხარჯზე...“.
დააკვირდით, რის მიმართ არიან ადამიანები განსაკუთრებით ცინიკურები, და მიხვდებით, რა აკლიათ და რაში არიან სუსტები ისინი