6 ნოემბერს ტაჯიკეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, პირველი სამი საათის განმავლობაში არჩევნებზე დასწრება 40%-ს შეადგენს. 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ამავე პერიოდში, დასწრება 19,2%-ს შეადგენდა. არჩევნები ქვეყანაში ადგილობრივი დროით 06:00 საათზე დაიწყო.
არჩევნებში კანდიდატები ხუთმა პარტიამ წარმოადგინა. მმართველ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატს ემომალ რახმონი წარმოადგენს; კომუნისტურ პარტიას-ისმოილ ტალბკოვი; აგრარულ პარტიას-ტოლიბეკ ბუხორიევი; ეკონომიკური რეფორმების პარტიას-ოლიმჯონ ბობოევი; სოციალისტურ პარტიას კი ამ პარტიის ლიდერი აბდუჰალიმ გაფაროვი.
http://news.ge/ge/news/story/69327-tajiket...zidents-irchevs