http://www.youtube.com/watch?v=3D0HqoxUGQg...e=youtube_gdataსიმართლე გითხრათ კიკას ჩემთვის არასოდეს არაფერი არ დაუშავებია და საერთოდ, ასეთების მიმართ მხოლოდ სიბრალულის გრძნობა შეიძლება გააჩნდეს ადამიანს... კარგი ქინება თუ ზოგიერთები, თავიანთ აკვიატებულ, კიკას ოცნებების მაგვარ მოსაზრებებს საკუთარი თავის ქალაში დატოვებენ და პეპლებივით არ გაუშვებენ გარეთ საფარფატოდ!...
ვინმეს თუ ახსოვს ამ ქვეყანაზე 1991 წლის 21 სექტემბერი; როცა დღისით მზისით, ყველას დასანახად, სრულიად შეგნებულად და პროტესტის ნიშნად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, თავი დაიწვა ერთმა ქართველმა ადამიანმა და მისი ერთად ერთი მოთხოვნა იყო ქართველები ერთმანეთს არ დავპირისპირებოდით, ერთმანეთისათვის ტყვია არ გვესროლა და ერთმანეთი არ დაგვეხოცა?! გახსოვთ ვინმეს მისი სახელი?!.... კი, თვითმკვლელობა ჩაიდინა, რაც უდიდესი ცოდვა არის ქრსიტიანული გადასახედიდან, მაგრამ მან ამ გზით, თუნდაც მცდარი გზით, სცადა ქართველების გამოფხიზლება.... მაგრამ რა?! იმავე საღამოს, 21-22 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე, თემურ ქორიძემ, მურმან ომანიძემ და ავთო რცხილაძემ ბარიკადების ასეღაბეად წამოყვანილ ქართველების ერთ ჯგუფს ქვების სროლით (რასაც მოჰყვა მსხვერპლი) დაარბევინეს ბარიკადების იქეთ მდგომი ქართველების მეორე ჯგუფი და ამით დაიწყო კიდეც შემდგომი სისხლის ღვრა მთელს ქვეყანაში და ეს დაიწყო იმ სამმა, საკუთარ თავის ქალაში პეპლების მატარებელმა ადამიანმა, რომლებაც პეპლები დააფრინა... რომელი უფრო არ უნდა საქართველოში ჩვენი სამშობლოს მტერს, ადამიანი რომელიც დიდ ცოდვას სჩადისა და საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობს შეაჩეროს ქართველებს შორის სისხლიანი დაპირისპირება და ყოველგვარი უგნურება, თუ ყოვლად უცოდველი კიკა?! ამ შეკითვაზე იქნებ მიპასუხოს ვინმემ!!!