#38614880 · 4 Nov 2013, 15:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მარკ მობიუსი - საქართველოში ქვეყნის სამართლიან და თანამედროვე საზოგადოებად ტრანსფორმაციამ ჩამიყვანა 14:44 04-11-2013 საქართველოში ქვეყნის სამართლიან და თანამედროვე საზოგადოებად ტრანსფორმაციის ფაქტმა ჩამიყვანა. ამის შესახებ გამოცემა Business Insider-ს საქართველოში ცოტა ხნის წინ ვიზიტით მყოფმა საინვესტიციო ფონდ Franklin Templeton Investment-ის დირექტორმა, მარკ მობიუსმა განუცხადა. "საქართველოში ქვეყნის სამართლიან და თანამედროვე საზოგადოებად ტრანსფორმაციამ ჩამიყვანა, როცა მოსახლეობას მთავრობა ჯეროვნად ეპყრობა", - განაცხადა მარკ მობიუსრმა. მისივე თქმით, საქართველოში ვიზიტისას ყველაზე შთამბეჭდავი, რაც შეიტყო ის იყო, თუ რამდენად იქნა უარყოფილი ძველი მეთოდები და რამდენად უფრო ეფექტური გახდა მთავრობა. "ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი კორუფციის შემცირება იყო. თუმცა, სხვა ნებისმიერი ქვეყნის მსგავსად, საქართველოშიც არიან რევიზიონისტები, რომელთაც ძველ მეთოდებთან დაბრუნება უნდათ. ასევე, სხვა ქვეყნების მსგავსად, კვლავ არსებობს კორუფცია და ეს ის პრობლემებია, რომელიც უნდა გავაცნობიეროთ. გარდა ამისა, ჩვენ თვალი უნდა ვადევნოთ რუსეთთან ურთიერთობებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი სწორ გზას ადგანან", - განაცხადა მარკ მობიუსმა. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინვესტორი მარკ მობიუსი საქართველოს აგვისტოს თვეში სტუმრობდა. ვიზიტისას ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა და მასთან ერთად განიხილა საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და მისი პერსპექტივები.
--------------------
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!" "არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში! ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...
|