...იკითხავთ, სად
კატლეტი და სად ფსიქოლოგიაო არა?!...მაგრამ მერწმუნეთ, ხშირად ჩვენი აზრები და ემოციები, ბავშვობის განცდებისა და მომავლის იმედების, კატლეტის ფარშის ნაზავივითაა, სადაც შეუძლებელია მათი განცალკევება და გამიჯვნა ისევე, როგორც უკვე შემწვარ
კატლეტში შეუძლებელია განაცალკევო ...ხორცი, ფქვილი, კვერცხი, ხახვი, მწვანილი და ზეთი ერთმანეთისაგან!
...სხვათა შორის,
შინაურულ ბლუდებს შორის,
კატლეტი ისეთი განსაკუთრებული ნათესაოსოფიური ბლუდაა, რომელიც თავად შინაურული ურთიერთობებისა არ იყოს, ადვილად იტანს ნახევრად-გაფუჭებულ ინგრედიენტებს, თუ ისინი ოსტატურად არიან შეზავებულნი!
...ქალოო, ეს დამხჩვალი ქათმები მეგონა გადაყარე, შენ კი პუტავ და ვერა გრძნობ რა სუნი დაჰკრავს?!...მა რა გეგონა, ი შენი დიშვილი რო ჩამამისკუპე მთელი თვითა სტუმრადა, თითქოს ჩემების საჭმელ-სასმელი არა მყოფნიდეს საზრუნავადა!...ხორცისგან ფარშს გავაკეთებ, ბლომად ხახვს, ნიორს, ქინძს უზამ და გაიტანს! ჰო და მერე ნახე იმ ფარშისგანა კატლეტებს რო შეუწვამ, როგორ თითები ჩაიკვნიტოს შენმა ქალაქელმა დიშვილმა!...საქმიდან თავი არ აუწევია ისე, დაუკაკანა ქმარს თამილა ბიცოლამ.
****მას მერე, კოსმოსური სისწრაფით გაირბინეს წლებმა. კასპის პატარა სოფელში, იმ წელს გატარებული სკოლის არდადეგებიც ღრმად ჩაიძირნენ ანზორას ცნობიერების წარსულში. თუმცა აგერ 50 წელს მიტანებულ და ძმა-კაცურ პურმარილებს მოტრფიალე ანზორასათვის რომ გეკითხათ, სიტყვა "კატლეტი"-ს ხსენებაზეც კი იდუმალი და აუხსნელი გულძმარვა ემართებოდა. აგერ მე-5 წელი გადიოდა, რაც ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად დანიშნეს და მერიის ბუფეტისკენ გახედვაც კი ზარავდა, რომელსაც მერიისა და მთავრობის ბობოლა ჩინოვნიკებიც კი სპეციალურად სტუმრობდნენ, რათა მომხიბვლელი ანუშკას მომზადებული "კიევის კატლეტებით" გემოზე ესადილათ!
...ხო და, იმ დღესაც, პატარა საძმაკაცო სუფრა ჰქონდა გაშლილი. კაი ხნის შეზარხოშებულ თამადას, სადღეგრძელო არ ჰქონდა დამთავრებული რომ, სუფრის მყუდრო იდილია კარების ზარის საბედისწერო ხმამ დაარღვია! მეუღლე, ცოტა არ იყოს შემცბარი გაეშურა შემოსასვლელისკენ, რადგან ქეიფი კაი ხნის დაწყებული იყო და თან დაპატიჟებულ თუ დაუპატიჟებელ სტუმართაგან, უკვე აღარავის ელოდებოდნენ!...მობრძადიიით, დაბრძანდიით, გაიცანით ანზორის ბიცოლა კასპიდან - ქალბატონი თამილა! სასუმრო ოთახის შემოსასვლელში იდგა გაბადრული =ლოყებდაბრაწული და ასაკის კვალობაზე ჯანმრთელად შემონახული ბიცოლა, რომელიც სუფრის მეინახეებს მჭახე ხმამაღალი სიცილ-კისკისით მიესალმა და თამადასაც გვერდზე მოუსკუპდა. ის ის იყო, თამადამ შემოსწრებულის დღეგრძელობა დააპირა, რომ ბიცოლა ფეხზე წამოიჭრა, შეცბუნებულ თამადას იდაყვით მუჯლუგუნი წაჰკრა და განსხვავებული სასმისი ხელიდან გამოსტაცა...დამაცათ ხალხო, როგორც თქვენზე უმფროსს და საფიცარ ბიცოლას, ჯერ მე მეკუთვნის სადღეგრძელო და უნდა ვთქვააო:
- ანზორ ბიჯო, რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის, ეგრე გაგიხარდა ბიცოლას მოსვლაიიი, რაც ბიძაშენი დავასაფლავეთ და თანამდებობაზე დაგნიშნეს, მას მერე რო ერთს არ ჩამამაკითხავ და არ იკითხავ ეს ძალუაშენი მოკვდა თუ ცოცხალია!...არა კი არა გსაყვედურობ, მეზობლებისა მცხვენიან, იმათაც კი ახსომთ - ბალღობაში ლაპარაკიც რო არ იცოდი, მუდამ უკან რო დამყვებოდი და თან ხელებს ასე რო აკეთებდი...ტყაპ-ტყუპ, ტყაპ-ტყუპ, ეგრე მანიშნებდი ბიცო კატლეტები შემიწვიო!...რა გაცინებთ ხალხო, ისე ვუყვარდი რომა ჩემ შემწვარ კატლეტებს მთელ-მთელსა ყლაპამდა, რიგიანად ჯერ კბილებიც კი არა ჰქონდა ამოსული!...რა იყო, თუ არა გჯერათ, მიდით ერთი და მაგის სკოლის დამრიგებელსაც ჰკითხეთ...რამეს რომ დააშავებდა, დედის მაგივრადა მე როგორ მიფიცებდა - თამილა ბიცოლას გეფიცებით, მეტს აღარ ვიზამო...
(დავიხჩვი სიცილით, საიდან ამდენი კატლეტი-აზრები!:givi:

)
...სუფრა საბედისწეროდ გაირინდა, გაოგნებული მისჩერებოდა...ჭარმაგმა ბიცოლამ, როგორ შესვა ლახტავოი სასმისით ანზორას სადღეგრძელო ისე, რომ თან ხელების ტყაპა-ტყუპი არ გაუჩერებია!... ანზორას მეგობარმი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში, შემწვარი ინდაურის ფრთას ხრავდა, უცბად აცახცახდა და ორთავე ხელი პირზე ისე მიიფარა რომ, ფრთის ძვალი ცხვირის ნესტოდან გადმოუვარდა, იქ ვიღაც, გიჟური ხარხარით ბალკონისკენ გავარდა და ლოჯის კარის ფანჯარა თავით გაიტანა, ვიღაც ხალიჩაზე კოტრიალობდა სიცილისაგან ტუჩებგალურჯებული!...მოკლედ ისე სასწაულად აირ-დაირია მონასტერი, რომ ამ ტკბილი სუფრის მეინახეებს მეინახეებს, აღარც ანზორას დაბადების დღე ახსოვდათ და აღარც საკუთარი...
პ.ს.: ანუ - ეპილოგი!
...ო როგორ მომანდომე ანზორ, მოდი, მეტი აღარ შემიძლია...ჩურჩულებდა ჯული და ანზორას კისერზე ეხვეოდა!..ანზორა ჯულის ჟინით გათანგულ სხეულს ძლიერად ეკვროდა და თანდათან მასაც ვნების ალმური ედებოდა!...და აი ნანატრი ისიც, შერწყმა ორი დაუოკებელი ლტოლვისა და უცბად ისევ, სად იყო და სად არა... ისევ ის ხმები - "ტყაპ-ტყუპ, ტყაპ-ტყუპ, ტყაპ-ტყუპ, ტყაპ-ტყუპ, ტყაპ-ტყუპ, ტყაპ-ტყუპ...სად ჯულის ალერსი და სად კიდე - "ბიცოლას გეფიცები"!
მერე კიდე იტყვიან - რას ერჩოდა ბიცოლასო...სიძემ რაღა დააშავა?!
მთელს ამ "ჯაზს", ვუძღვნი ჩემს ძმა
psyxo-ს !
ჰო და კიდე....
ჰიპერზეტ! !
This post has been edited by Stalker2005 on 14 Oct 2014, 11:26