კანონმდებლობაში ვერ ვნახე და იქნებ ვინმემ იცოდეთ პარქტიკის და განმარტებების დონეზე..

ერთი რაც ეხლა მახსენდება, შეიძლება მათი განსხვავება მოხდეს
გამომცემი პირების მიხედვით, მაგრამ საკმარისი არაა ეს მომენტი...
* * *
აგერ ვიპოვე მცირედი განმარტებები ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე, იქნებ გამოგადგეთ ვინმეს:
ბრძანება - 1. სახელმწიფო მმართველობის ორგანოს თუ დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი, რომელიც გამოიცემა კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად; 2. სამხედრო მეთაურის წერილობითი ან სიტყვიერი განკარგულება ხელქვეითის მიმართ, რომელიც მისთვის შესასრულებლად სავალდებულოდ ითვლება.
ბრძანებულება - სახელმწიფოს მეთაურის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი რაიმე მნიშვნელოვანი საკითხების მოსაწესრიგებლად თუ გადასაწყვეტად.
განკარგულება - აღმასრულებელი ხელისუფლების კანონქვემდებარე აქტი, რომელიც აწესრიგებს ან წყვეტს რაიმე კონკრეტულ საკითხს.
p.s. სამტ პაიუ, სამ ტანცუიუ
This post has been edited by carvera on 7 Nov 2013, 13:06