Jonatahn_smithნბა არის დაყოფილ ორ, დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციებად.
ოლსტარი არის თამაში სადაც ამ ორი კონფერენციის "საუკეთესო" მოთამაშეები ეთამაშებიან ერთმანეთს.
საუკეთესო იმიტომ ჩავსვი ფრჩხილებში, რომ გუნდების ძირითად შემადგენლობას წყვეტენ მაყურებლები ხმის მიცემით საშუალებით ხოლო სათადარიგოებს მწვრთნელები ასევე ხმის მიცემის საშუალებით(და შეიძლება რამოდენიმე სხვა გავლენიანი ორგანიზაციაც, ეგ არ ვიცი).
ძირითადი შემადგენლობის შერჩევა ძალიან მარტივია, ვისაც მეტი ხმა აქვს თამაშობს ის

უბრალოდ ერთი შეზღუდვაა, ძირითადი ხუთეული დაყოფილია უხეშად რომმ ვთქვა ორ ჯგუფად, ორი მცველი და სამი შემტევი. შემტევი კალათბურთელები არ არიან მცველების კონურენტები და პირიქთ. (ჰო ეს დაცვა და შეტევაც არა მთლად ისე როგორც ფეხბურთში, თუ კალათბურთის მოვარული არ ხარ უბრალოდ ფორმალურ ცნებებად მიიღე).
ჰოდა მოკლედ ზაზა გადის შემტევებში და ზემოთ რომ ცხრილი დაგიდეს იკ კი ჩანს რამდენი ხმა აქვთ დასავლეთ კონფერენციის 15 ყველაზე ბევრხმიან შემტევს. ახლა ზაზას მანდ მოხვედრის შანსი მაგ გზით რამდენია შენვე გადაწყვიტე.
რაც შეეხება მწვთრნელების ხმებს და სათადარიგოთა სკამზე მოხვედრას, შანსი იქაც ფაქტიურად იგივეა :დ
თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ხმა არ უნდა მივცეთ.
ჯერ ერთირაც ბევრი მისცემს მით უკეთესი და მერე მეორეც 0.01%იანი რაღაცეებიც ხდება სამყაროში