#38642711 · 6 Nov 2013, 21:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქუთაისში ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული გაამართლეს
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ისტორიაში ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით პირველი სასამართლო პროცესი ჩატარდა.
მსაჯულები მიმდინარე წლის ზაფხულში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის საქმეს განიხილავდნენ. განსასჯელს პროკურატურამ ბრალი ორი მუხლით წაუყენა. ბრალის პირველი ნაწილი ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობას, ხოლო მეორე ერთი პირის განზრახ მკვლელობას შეეხებოდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდების პირველ ნაწილში განსასჯელი გაამართლეს. მსაჯულებს უნდა ემსჯელათ ბრალის მეორე ნაწილის სასჯელზეც, თუმცა აქ სასჯელის ზომას მოსამართლე ხვალ განსაზღვრავს, რადგან პროკურორმა ნაფიცი მსაჯულების აცილება მოითხოვა იმ მოტივით, რომ შესაძლებელი იყო მათ არაობიექტური გადაწყვეტილება მიეღოთ.
მოქმედი კანონმდებლობით, განზრახ მკვლელობისათვის სასჯელი 7 წლიდან 15 წლამდეა.
===================
| QUOTE | | პროკურორმა ნაფიცი მსაჯულების აცილება მოითხოვა იმ მოტივით, რომ შესაძლებელი იყო მათ არაობიექტური გადაწყვეტილება მიეღოთ |
. და ამაზე (ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტზე) მილიონები არ დაიხარჯა, კაცო? ჯერ ისედაც სამი კინკილა საქმეა ჩატარებული ნაფიცი მსაჯულების "ავტორობით" და ახლა - არაობიქეტურები არიანო.
--------------------
SPLIYVI კი არა, wossapy ვარ
|