ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლიანი აღვირახსნილი ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის და იდეოლოგიის შედეგად დღეს საქართველოში სახეზეა ე.წ. უცხოელ ინვესტორთა და ბიზნსმენთა თავხედური თავაშვებულობა, სრული განუკითხაობა და ქაოსი.
26 ოქტომბერს „ეროვნული ფრონტის“ რამდენიმე წევრი დავესწარით საფეხბურთო მატჩს „თბილისის დინამოსა“ და „ქუთაისის ტორპედოს“ შორის. შეხვედრა თბილისური გუნდის გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვების აღსანიშნავად, „ეროვნული ფრონტის“ წევრებმა გადავწყვიტეთ ლუდი გვეყიდა აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირის გადაკვეთაზე, ძველი კინოსტუდიის მოპირდაპირე მხარეს, მდებარე ერთ-ერთ დაწესებულებაში. აღნიშნული შემინული დაწესებულება, ერთი შეხედვით, ნამდვილად, ჰგავდა ბარს, რადგან ქუჩის მხრიდან კარგად ჩანდა სავარძლებში მოკალათებული რამდენიმე, ჩვენი ვარაუდით, ირანელი ან არაბი მოქალაქე, ჩილიმის აპარატურა, მაგიდები და რამდენიმე ქართველი “ქალბატონი”. „ეროვნული ფრონტის“ რამდენიმე წევრი შევედით აღნიშნულ დაწესებულებაში და ვიკითხეთ თუ შეიძლებოდა იქ ლუდის დალევა. აღნიშნულ კითხვაზე არავინ გაგვცა პასუხი, რადგან აღმოჩნდა, რომ დაწესებულების მესვეურთაგან არავინ იცოდა ქართული, გარდა ერთი გოგონასი, რომელმაც, გარკვეული პაუზის შემდეგ გვიპასუხა, რომ ჩვენი ადგილი იქ არ იყო და იქ არაფერი გვესაქმებოდა. ამ დროს, დაწესებულების შუშაზე გარედან შევნიშნეთ წარწერები მხოლოდ არაბულ ენაზე და დავინტერესდით თუ რატომ ჰქონდათ სარეკლამო წარწერები მხოლოდ არაბულ ენაზე, როცა კანონმდებლობით ყველა ბიზნეს სუბიექტი ვალდებულია იქონიოს ქართულ ენაზე შესრულებელი წარწერები. ამ კითხვამ ააფორიაქა ქართულად მოსაუბრე გოგონაც, ხოლო ერთ-ერთმა იქ მყოფმა აზიელმა, რომელიც, ჩვენი ვარაუდით, გარკვეული ნივთიერების ზემოქმედებით გამოწვეული თრობის ქვეშ იმყოფებოდა, დაიწყო აგრესიული ჟესტიკულაციებით და ხელის კვრით თავისი უკმაყოფილების გამოხატვა. მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი მოწოდებისა, რომ მოეხმოთ დაწესებულების ხელმძღვანელისთვის და განემარტათ თუ რატომ ჰქონდათ მხოლოდ არაქართული სარეკლამო წარწერები და შეეწყვიტათ აგრესიული გამოხდომები, აღნიშნული აზიელი ბიზნესმენი გადმოვიდა პირდაპირ შეტევაზე და შეეცადა ხელისკვრით გამოვეძევებინეთ დაწესებულებიდან, რის შემდეგაც „ეროვნული ფრონტის“ ორ წევრს ფეხი მოჰყვა კარებში. კარების გაღების და გათავისუფლების მცდელობისას ჩაიმტვრა დაწესებულების რამდენიმე შუშა. ამის შემდეგ, „ეროვნული ფრონტის“ წევრები უკვე ტერიტორიის დატოვებას ვაპირებდით, როცა ხსენებულმი აზიელი ბიზნესმენი გამოვარდა დაწესებულების გარეთ და ფიზიკური დაპირისპირება გააგრძელა უკვე ქუჩაში. როგორც სჩანს, მიხვდა რა, რომ ფიზიკურად არანაირი შანსი არ ჰქონდა, ამოიღო ბასრი იარაღი, სავარაუდოდ, დანა და „ეროვნული ფრონტის“ ორ წევრს რამდენიმეჯერ მოუქნია, მაგრამ მათ მოახერხეს მოქნეული ცივი იარაღის აცილება. ამის შემდეგ, თავდამსხმელმა ქუჩაში არსებული ერთ-ერთი ხის სკამი ისროლა, რომელიც დაეცა მიკროავტობუსის წინ სავალ გზაზე და ის ისევ განაგრძობდა დანის ქნევას. „ეროვნული ფრონტის“ ერთ-ერთ წევრი შეეცადა მის შებოჭვას, რა დროსაც აზიელმა მას მიაყენა 4 ჭრილობა ყელის, გულმკერდის, მუცლის და ხელის მიდამოებში. ამის შემდეგ, თვდამსხმელი თავის დაწესებულებაში შევარდა, ხოლო „ეროვნული ფრონტის“ წევრებმა დავტოვეთ შემთხვევის ადგილი.
1 ნოემბერს „ეროვნული ფრონტის“ დაჭრილმა წევრმა შეიტანა განცხადება მთავარ პროკურატურაში მის მიმართ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის აღძვრის მოთხოვნით.
http://erovnuli-fronti.net/1/?p=513