
///ვისაც დრიფტი სერიოზულად აინტერესებს იმათთვის ვწერ:
საქართველოში პირველად ვქენით, რომ გავრისკეთ და ჩავატარეთ
პირველი დრიფტის ჩემპიონატი, რაც ალბათ რაღაც უკეთესის ბიძგი თუ დასაწყისიცაა...
როგორც ერთერთი მთავარი ორგანიზატორი გეტყვით, რომ უთავმოყვარეო ან ძალიან შეყვარებული უნდა იყო ამ სფეროზე, რომ ის ნეგატივი და ავტოსპორტის უსახსრობა აიტანო მხოლოდ ამ სფეროს სიყვარულისთვის...
ბევრ რამეს არ ვამბობთ, რადგან დრო არაა, თორემ ძალიან მიხვდებოდით რა რატომ ხდება... რომ ვთქვა შეიძლება ბევრი საქმე გაფუჭდეს (და ურთიერთობები) სპონსორებთან თუ ავტოდრომთან...
რაც შეეხება წესებს და რეგლამენტს - დაახლოებით 500 გვერდამდე მაქვს ზოგადად წესები ნათარგმნი და რეგლამენტები ნაკეთები GASA–ში (საავტომობილო ასოციაციაში) და იმედია ეჭვი არავის ეპარება, რომ
არც მეზარება და არც ის მსიამოვნებს (პირველ რიგში მე როგორც ორგანიზატორს), რომ წესები საყოველთაოდ არ წერია...
ეს წელი იყო ასე ვთქვათ პირველი ნაბიჯები და ვაკვირდებოდით თუ სად რა როგორ ჯობს, რადგან არც ევროპა ვართ, არც რუსეთი და მითუმეტეს არც იაპონია!
ჩვენ ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა წავიდეთ წინ ანუ ის (10 გვერდიანი) წესები ასე ვთქვათ ვერ შევკარით, რადგან კიდევ ბევრი (კვირაობით) საკამათო და განსახილველია თუ რა როგორ ჯობს...
ძალიან მესმის, რომ მაყურებელმა რაღაც–რაღაცეები ვერ გაიგო თუ რატომ მოხდა რაც მართლა არ უნდა იყოს ეგრე! ერთს იმას ვიტყვი, რომ მიკერძოება შეგიძლიათ აბსოლუტურად გამორიცხოთ
ნებისმიერ ჩვენს ჩატარებულ ღონისძიებაზე (პირადად მე ვარ ჩემიანის გაქაჩვის წინააღმდეგი), რადგან ეს ბოროტება იქნება ჩვენი კლუბის ბიჭების მიმართ, რაც გაზარმაცებას და დაუმსახურებლად მიღწევის პრეცენდენტებს დანერგავს...
ამ დრიფტზეც ჩვენგან მხოლოდ "სომეხა" იყო ჟიურიში დანარჩენი ორი კი ასე ვთქვათ "იაპოშკები" კროსვორდა და სვიანა იყვნენ... ბევრი რომ არ გავაგრძელო ვინც მიცნობს იცის, რომ ამაზე არაა საერთოდ სასაუბრო...
მთელი გულით ვულოცავ არამარტო სარიშვილს ან ბერულავას გამარჯვებას, არამედ თითოეულ მრბოლელს და მაყურებელს იმას, რომ დრიფტი ასეთი წარმატებული გავხადეთ პატარ–პატარა სწორი ნაბიჯებით და უდიდესი შრომით!
1–2 სიტყვას ალბათ ყველასთვის საინტერესო
GDS–ის მომავალზეც ვიტყვი:
აუცილებლად იქნება დეტალურად გაწერილი წესები თავისი რეგლამენტებით (2014 სეზონისთვის) და შეიძლება შემეცნებითი ვიდეოც კი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაყურებელმა კარგად იცოდეს ყველაფერი და არ იყოს გაურკვევლობა!
ჯერ ეს ყველაფერი იხვეწება, მაგრამ ვგეგმავთ ძალიან
სერიოზულ მოლაპარაკებებს ავტოდრომთან იმ თანხების შემცირების თხოვნით რაც ფაქტიურად ძვლებში გვტეხავს!
ვინმეს თუ გონია, რომ აქედან რამე რჩება ან ვინმე ფულს შოულობს – უბრალოდ სიტუაციაში ჩაუხედავია ან დებილია!
წარმატებულად თუ დასრულდა ავტოდრომთან ყველაფერი – ისეთ
საპრიზო ფონდს, პრიზებს, გაფორმებას, მედია გაშუქებას, რეკლამებს და მაყურებელს გპირდებით, როგორიც არასოდეს ყოლია ჩვენს ავტოსპორტს თუ შოუ–ღონისძიებებს!
აუცილებლად ვაპირებთ
ომოლოგაციის თემის წამოწევას (უმინიმალურესი მოთხოვნებით), როგორიცაა უსაფრთხოების კარკასი, ელემენტარული ფორმა და
გულშემატკივრის დონის ამაღლებაც გუნდების მხრიდან დაინტერესებით!
ასევე გაწერილი იქნება
ავტომობილების თუ გუნდების სარეკლამო შეფუთვაც! ეს ღონისძიებას გახდის ესთეტიურად ლამაზსაც, ბევრად აზარტულსაც და
სპონსორებისთვის 10მაგად საინტერესოსაც, რაც უპირველესი ჩვენი მიზანია!
მაგალითისთვის სტადიონზე რატომ დავდივართ კარგ თამაშებზე? ტელევიზორითაც ხომ შეიძლება იგივეს ყურება? მაგრამ გულშემატკივრობა და განცდა სიტუაციის ხდის ამ ყველაფერს დაუვიწყარ მოვლენად!
სავარაუდოდ
იქნება 2 კლასი – მომზადებულ "პრო" კლასს რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ ექნებად უდიდესი შეღავათები, რაც გამოიხატება სასტარტოების (მხოლოდ 2014 წლის სეზონზე)
გაუქმებით ან მინიმალურამდე დაყვანით! + პრიზებით...
და მეორე იქნება ჩვეულებრივი
სამოყვარულო კლასი, რომელიც იქნება პირველი ნაბიჯები ზედა კლასში მოსახვედრად, მაგრამ აქ სასტარტო ავა მინიმუმ 100 ლარამდე (ზედა კლასით და პროფესიონალური დრიფტის მიმართ მეტი ინტერესის გამოსაწვევად)...
ესაა ის ზოგადი მონახაზი რაც მიზნად დავისახეთ და ვიბრძოლებთ ამისთვის და ყველამ ალბათ კარგად იცით, რომ თუ ყველა ერთად მოვინდომებთ ამას –
შევძლებთ!ამჟამად თითოეულ თემაზე დეტალურად ვერ გიპასუხებთ, რადგან ახლა ვიწყებთ ყველაფრის ფორმაში მოყვანას, მაგრამ
ნებისმიერი სწორი რჩევა აქ თუ PM გაგვიხარდება!ალბათ ეჭვი არავის ეპარება ჩვენს მონდომებაში თუ შრომისმოყვარეობაში და ამიტომ ყოველთვის გთხოვთ კრიტიკაც სწორ ფორმაში მოგვაწოდოთ, რასაც
აუცილებლად გავითვალისწინებთ და პატარა
თბილი სიტყვებიც იქნებ გაიმეტოთ ხოლმე, რადგან ფაქტიურად მაგისთვის ვშრომობთ ყველა!
დიდი მადლობა!