გამარჯობათ მეგობრებო. მაქვს შემდეგი კითხვა:
როგორც ვიცი მოხდა დანის ტარების დეკრიმინალიზაცია და ცივი იარაღის ტარებაზე დაწესდა ჯარიმა 200 ლარი როგორც 21 წლამდე ასევე 21 წელზე მეტი ასაკის პირებისთვის.
მაინტერესებს რა ითვლება ცივ იარაღად, ანუ თუ არსებობს ამის ახსნა, ზომების განმარტება ან რამე მსგავსი.
მაქვს ვიქტორინოქსის(შვეიცარიული არმიის) დანები, რამოდენიმე ცალი, სხვადასხვა ზომის, რომელსაც ვატარებდი აქამდე. არის როგორც ძალიან პატარა ბრელოკის ზომის ასევე არის დიდებიც, რომელზეც ვხვდები რომ ნამდვილად სახიფათო და საშიში იარაღია, მაგრამ პატარებით ძალიანაც რომ მოინდომო ვერავის ვერაფერს დაუშავებ.
ამიტომ მაინტერესებს შემიძლია ისევ ვატარო თუ არა