#39353630 · 8 Jan 2014, 11:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2013 წელი ინტერნეტ რეკლამის ბაზრისთვის წინა წლებთან შედარებით საკმაოდ წარმატებული გამოდგა.
სააგენტო Forrester Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2009 წელს კომპანიების დანახარჯები ინტერაქტიურ მარკეტინგზე 55,2 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 2014 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 96,8 მილიარდ დოლარს აღწევს.
კვლევის ავტორთა განცხადებით, ეს დაკავშირებულია სამ ფაქტორთან:
- კომპანიების გაჩენასთან, რომლებიც იყენებენ ინტერაქტიულ მარკეტინგს პროდუქტებისა და მომსახურების ხელშეწყობის ძირითად არხად; - ინტერნეტ მომხმარებლის რიცხვის ზრდასთან; - სარეკლამო ინვესტიციების სხვა სეგმენტებზე გადანაწილებასთან.
ამავე საგენტოს მიერ 2008 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ბიზნესმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო ტრადიციული სარეკლამო მეთოდებიდან ინტერაქტიულ არხებზე გადასვლა - რეკლამის განთავსება საძიებო სისტემაში, პრეს-რელიზების განთავსება ონლაინ გამოცემებში.
თუ ამერიკული სარეკლამო სააგენტო ZenithOptimedia-ს დავუჯერებთ, ინტერნეტ რეკლამა სატელევიზიო რეკლამას ბევრ სხვა პარამეტრთან ერთად, ეფექტურობითაც ეწევა. სააგენტოს განცხადებით, ინტერნეტში რეკლამის განთავსება იმითაც არის მოსახერხებელი, რომ რეკლამის დამკვეთს საშუალებას აძლევს, ონლაინ რეჟიმში ადევნოს თვალი მათი რეკლამის ნახვების, კლიკებისა და ბანერზე გადასვლის რაოდენობას. ამასთან ერთად, აძლევს საშუალებას შეისწავლოს მიზნობრივი აუდიტორია. ტელევიზიებს კი ამ მხრივ შეზღუდული ანალიტიკური შესაძლებლობები აქვთ.
ZenithOptimedia-ში მიიჩნევენ, რომ ამერიკაშიც კი, სადაც სატელევიზიო რეკლამის ბაზარი საკმაო მყარია, 2012 წლიდან 2015 წლამდე ინტერნეტ რეკლამირებაში ინვესტიციები მინიმუმ 6,3%-ით გაიზრდება.
ინტერნეტ რეკლამის ეფექტურობის სჯერათ არა მხოლოდ ამ ბაზრის ექსპერტებს, არამედ მომხმარებელსაც.
ცოტა ხნის წინ eMarketer-მა ჩაატარა გამოკითხვა. შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 47%-ს მიაჩნია, რომ ციფრული რეკლამა უფრო წარმატებით აწვდით ინფორმაციას, ვიდრე სატელევიზიო რგოლები. 58% კი მიიჩნევს, რომ ინტერნეტ რეკლამა უფრო ჩამთრევია, ვიდრე სატელევიზიო რეკლამა. ასევე გაირკვა, რომ ონლაინ მომხმარებელი ინტერნეტში ნანახ რეკლამას უფრო მეტი სიამოვნებით უყურებს.
თუმცა, არსებობს საპირისპირო მოსაზრებასც - ასე მაგალითად, ინტერნეტ მარკეტინგი ჯერაც ეჭვებს ბადებს Coca-Cola-ში, სადაც გასულ წელს აცხადებდნენ, რომ სოციალურ ქსელებში მათი აქტიურობა გაყიდვებს მხოლოდ 0,01%-ით ზრდის. მათივე თქმით, წარმატებული სარეკლამო სეგმენტი მათთვის, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არა ტელევიზია, არამედ ბეჭდური მედია იყო.
|