პარასკევს, პაკისტანის ”თალიბანმა” ახალ ლიდერად მულა ფაზლულაჰის დასახელების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ თავდასხმების სერიას მოაწყობენ.
შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბერს ამერიკის უპილიტოდან განხორციელებული საჰაერო იერიშს მოძრაობის ლიდერი ჰაკუმულა მეჰსუდი ემსხვერპლა.
”ჩვენი სამიზნე უსფრთხოების სამსახურები, პოლიტიკური ლიდერები და პოლიცია იქნება.” - განუცხადა ”როიტერს” მოძრაობის წარმომადგენელმა ასმათულაჰ შაჰეენმა.
მისი თქმით, „თალიბანი“ თავდასხმებს განახორციელებს პენჯაბის პროვინციაში არსებულ მთავრობის შენობებსა და არმიაზე, ასევე პრემიერ ნავაზ შარიფის ადგილსამყოფელზეც: „ჩვენ გაგვაჩნია გეგმა. მე მინდა ერთი რამ ნათლად განვაცხადო - ჩვენ თავს არ ვესხმით უბრალო მოსახლეობას, ბაზრებსა თუ საჯარო თავშეყრის ადგილებს.“ - დაამატა შაჰეენმა.
ამერიკის მიერ განხორციელებული იერიშების შესახებ ქვეყნის მთავრობა საჯაროდ უკმაყოფილებას გამოთქვამს და აღნიშნულს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღევევადაც მიიჩნევს, თუმცა ამის არ სჯერათ ”თალიბანის” წევრებს:”საჰერო იერიშების შესახებ პაკისტანი სრულ ინფორმაციას ფლობს. პაკისტანი ამერიკის მონაა. ეს ამერიკის კოლონიაა.”-აღნიშნავს შაჰეენი.
http://news.ge/ge/news/story/69575-taliban...hmebit-imuqreba