მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვსმენია ალბათობის თეორიის და დისტანცის შესახებ. გააზრებული გვაქვს , რომ კარგი კარტის მოსვლა, არმოსვლა არავითარ ზებუნებრივ ძალებთან არ არის დაკავშირებული. ყველას გვაქვს ჩვენი ცრურწმენები და თილისმები
ამ თემაში დავწეროთ თუ რა ხერხებით ვცდილობთ კარტზე ზემოქმედებას

მე მაქვს 4 ცრურწმენა, ტრადიცია პოკერის თამაშის დროს:
1) მუსიკის ამოჩემება, თუ რომელიმე მუსიკის დროს დავპალასადი, შემდეგ მთელი დღე იმ მუსიკას ვატრიალებ, იმის შიშით, რომ თუ სხვა მუსიკას ჩავრთავ პალასა წავა.

შემდეგ რათქმაუნდა პალასისი გაფუჭების შემთხვევაში( რაც შეიძლება 1 საათში მოხდეს, ან 1დღეში, ან ერთ კვირაში ) დედისპროჭის გინებით ვთიშავ მუსიკას, ვინაიდან ისაა დამნაშავე ყველაფერში, მან ამოწურა თავისი lucky .
2) ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში არსებულ ხმის დამარეგულირებელს ეხება

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია თამაშის დროს, რომელიც ყოველტვის 80% ზე უნდა იყოს, არც მეტი და არც ნაკლები

თუ დამავიწყდა დარეგულირება, შუა სესიის დროს, რათქმაუნდა თუ ვაგებ, შევამოწმებ და თუ არ არის თავის ადგილზე ვმშვიდდები, წაგების მიზეზი აღმოჩენილია და უკვე აღმოფხვრილი, შესაბამისად მშვიდად ვაგრძელებ თამაშს პალასის გაუმჯობესების იმედით.
3) მესაემე ცრურწმენა ფეხებს ეხება

სართოდ როცა ვზივარ ფეხები გადაჯვარედინებული მაქვს, არვიცი რატომ, მაგრამ ინსტიქტურად ყოველთვის მარცხენა ფეხი მაქვს გადადებული მარჯვენაზე. რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კარგი პალასისთვის. თამაშის დროს თუ შევამჩნიე, რომ მარცხენა ფეხი მაქვს გადადებული,(რაც თითქმის ყოველთვის ეგრე მაქვს ) ეგრევე ვახდენ რეაგირებას და მარჯვენას ვადებ მარცხენას.
4) წესი ნომერი 4, არავითარ შემთხვევაში ჩემ თამაშს არ უნდა უყურებდეს მამაჩემი, თუ ვაგებ ესეიგი ყველა ბედბითის და ქულერის მიზეზი ის არის
სულ ეს იყო, არა მე ცრუმორწმუნე სულ არ ვარ

კარგი ფსიქიატრის ნომერი ხომ არ გაქვთ??
აბა გისმენთ, თქვენ რა ტრადიციები გაქვთ თამაშისას??