http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-imsjelebs.htmlილიას ძეგლზე განსახორციელებელ სამუშაოებზე ღია ცის ქვეშ სამი უწყება იმსჯელებს
09:11 08-11-2013
ილიას ძეგლზე განსახორციელებელ სამუშაოებზე ღია ცის ქვეშ სამი უწყება იმსჯელებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიას ინიციატივით, ილიას ძეგლზე განსახორციელებელი სამუშაოები დღეს ღია ცის ქვეშ განიხილება. კულტურის მინისტრის მიწვევით, ადგილზე ძეგლის ინფრასტრუქტურის შესახებ სამი უწყება იმსჯელებს.
საგურამოში შეხვედრას დაესწრებიან სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის პირველი მოადგილე გიგა გიორგაძე, პრობაციის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი არსოშვილი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე, მოადგილე შალვა ამირაჯიბი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდია, ასევე სამინისტროების წარმომადგენლები.
ძეგლის რეაბილიტაციის დაწყებამდე, უწყებები პირველ რიგში შეთანხმდებიან მოსამზადებელი სამუშაოების, გარემოს დასუფთავების, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და სხვა განსახორციელებელი საკითხების შესახებ.
საგურამოში მდებარე ილიას ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია. გურამ ოდიშარიას ინიციატივით ილიას ძეგლის სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელებაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ჩაერთვება.
დღეს ილია ჭავჭავაძის 176 წლისთავი აღინიშნება
სუბარუ და არსოშვილი რა შუაში არიან ილიას ძეგლის აღდგენის ამბავში?
თუ პატიმრები უნდა აპახაონ ძეგლის აღდგენაზე ბელამორკანალივით?

----------------------------------------------
დამატება
ძეგლის ავტორი ცოცხალია და ის არ შეიყვანეს კომისიაში, არც არაფერს ეკითხებიან :შ
This post has been edited by oldnewbie on 8 Nov 2013, 11:40