კოჟორიძე გიორგობიანს დეზინფორმაციის გავრცელებასა და „სამარცხვინო“ არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძე შსს პრეს–სამსახურის უფროს ნინო გიორგობიანს დეზინფორმაციის გავრცელებასა და „სამარცხვინო“ არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.
საქმე ეხება პოლიციელსა და მოქალაქე ვასილ ლომსაძეს შორის მომხდარ ინციდენტს ეხება, რის თაობაზეც გიორგობიანმა განაცხადა, რომ ლომსაძე მრავალჯერ არის ნასამართლევი.
„ჯერ ერთი, ლომსაძე მხოლოდ ერთხელ – 2013 წლის 18 ივლისსაა ნასამართლევი და არა მრავალჯერ, შესაბამისად, გიორგობიანის განცხადება სიცრუეა. ესეც რომ არა, ნასამართლევობას აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ათასჯერაც რომ იყოს ნასამართლევი პირი, ეს ვერც იმის მტკიცებულებად გამოდგება, რომ ლომსაძემ ამ კონკრეტულ შემთხვევში დანაშაული ჩაიდინა და ვერც იმის გამართლების საფუძვლად, რომ პოლიციელებმა იგი ცემეს. ასე, რომ გიორგობიანის განცხადება უბრალოდ სამარცხვინოა“ - განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას კოჟორიძემ.
ცნობისთვის, ვასილ ლომსაძე 27 ოქტომბერს რუსთავში დააკავეს. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სმართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - პოლიციელზე თავდასხმა. შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელ ნინო გიორგობიანის განცხადებით კი, ვასილ ლომსაძე მრავალჯერ ნასამართლევია და რუსთავის პოლიციის მაღალჩინოსნისთვის ტაბელური იარაღის წართმევას, შემდეგ კი გაქცევას ცდილობდა.
„ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაცია“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მიიჩნევენ, რომ ვასილ ლომსაძის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს, რადგან საქმეში ცალსახად იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულის ნიშნები სწორედ ლომსაძის მიმართ და დაზარალებულია არა ზაალ ადამია, არამედ სწორედ ვასილ ლომსაძე.
- See more at:
http://frontnews.ge/ge/news/15020-%E1%83%9...h.a4L6mvJa.dpuf