ნორვეგიამ, რომელიც გახსოვთ ალბათ, გამოირჩევა ურწმუნოთა რიცხვით და ბედნიერების თუ სხვა რეიტინგებით მოწინავე ქვეყანაა - დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და აქამდე ისედაც ფორმალურად არსებული "სახელმწიფო" რელიგიის ცნება გაიუქმა, ამდაგვარდა მთლიანად ამოშალა პროტესტანტულ-ლუთერანული ეკლესია კონსტიტუციიდან და სახელმწიფოდან.
პარლამენტმა ორი სავალდებულო მოსმენით და უზარმაზარი ხმების უპირატესობით 161 - 3 ის წინააღგმდეგ დღეს დაამტკიცა შესაბამისი ცვლილებები კონსტიტუციაში.
ძალაში კი 15 ივნისს შევა.
ამგვარად, ნორვეგიას აღარ ექნება "ოფიციალური სახელმწიფო რელიგია", ხოლო ლუთერანულ-პროტესტანტული ეკლესია, მიიღებს დაფინანსებას სხვა ეკლესიების მსგავსად.
ასევე აღინიშნა, რომ ამ "ეკლესიას აუცილებლად ექნება ბაზისი კონსტიტუციაში და სახელმწიფო გააგრძელებს მშენებლობას ქრისტიანულ და ჰუმანურ მემკვიდრეობაზე."
აღსანიშნავია, რომ ეკლესიამ თავად დაუჭირა მხარი ამ ცვლილებას, რომლის წევრებიც 4 მილიონს შეადგენს, მაშინ როცა მოსახლეობა 4,7 მილიონამდეა. საქმე იმაშია, რომ ეკლესიის წევრად ითვლება ყველა ვინც ნორვეგიის მოქალაქეა და მოინათლა, თუმცა მხოლოდ 20% არის მრევლი და მხოლოდ 2% დადის ეკლესიაში
ცვლილებამდე, ეკლესიას ეპისკოპოსების და სხვა მაღალი რანგის მღვდელმთავრებისგან, საბოლოო დასტური სახელმწიფოსგან სჭირდებოდა, ახლა კი ეკლესია თავად დანიშნავს მათ
სამაგიეროდ, ძველი მოთხოვნა, რომ სახელმწიფო მინისტრების ნახევარი მაინც ეკლესიის მრევლიდან უნდა ყოფილიყო - გაუქმდება, ასევე გაუქმდება მოთხოვნა რომ ეკლესიის საქმეთა მინისტრი აუცილებლად ამ ეკლესიის წევრი უნდა ყოფილიყო
მიუხედავად ამ ცვლილებებისა, ნორვეგიის აწ უკვე ყოფილი სახელმწიფო ეკლესია, კვლავ ინარჩუნებს რამოდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას სხვა ეკლესიებთან, მათ შორის აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად ნორვეგიის მეფე და დედოფალი კვლავ ამ ეკლესიის წევრი უნდა იყოს, მაგრამ ცვლილებით ამოშალეს "მეფემ უნდა დაიცვას სახელმწიფო რელიგია".
ასეა თუ ისე, ნორვეგიამ 1000 წლიანი სახელმწიფო რელიგიის ტრადიცია დღეს დაასრულა, რითიც ყველა მხარე კმაყოფილი ჩანს.