
ეს სტატია რეზონანსში
და მერე იმედის ადმინისტრაციის პასუხი
რაღაც ცუდი სუნი ასდის ამ პროცესებს
იმედი მაქვს ჯოზეფ ქეის მიწიდან ამოთხრა უბრალოდ შემთხვევითობაა და არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ პროცესებთან
პატარკაციშვილების ოჯახს შესაძლოა იმედი კვლავ წაართვან?რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ჯოზეფ ქეი, იგივე იოსებ კაკიაშვილი საზოგადოებრივ არენაზე
ისევ ჩნდება და გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ქონებაზე პრეტენზიებს
გამოთქვამს. ამჯერად, უფრო ზუსტად, ჯერჯერობით მისი ინტერესის სფეროს რუსთავის მეტალურგიული
ქარხანა წარმოადგენს, თუმცა, თუ წარსულის გამოცდილებას გავითვალისწინებთ, გამორიცხული
არ არის, რომ შემდეგი ტელეკომპანია `იმედი~ აღმოჩნდეს.
როგორც ცნობილია, ტელეკომპანია `იმედი~ ჯოზეფ ქეის ხელში გადასვლა მარტივი სქემით,
სტატია სრულად
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე მოხდა. 2008 წელს `ნაციონალურმა მოძრაობამ~
მას არა მარტო ტელეკომპანია, არამედ პატარკაციშვილის სხვა აქტივებიც გადაულოცა.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, `იმედი~ მის კანონიერ მფლობელს, ოჯახს და პირველ რიგში, ხალხს
დაუბრუნდა.
არადა, წლების განმავლობაში `იმედი~ მართლაც ხალხის იმედს წარმოადგენდა. ეს ტელევიზია
საზოგადოებას მიუკერძოებელ ინფორმაციას აწვდიდა და `ნაცმოძრაობის~ დანაშაულებრივ
საქმიანობას ასაჯაროვებდა. `იმედი~ იყო პირველი, რომელმაც საზოგადოებას სანდრო
გირგვლიანის მკვლელობის შესახებ ამცნო, ამ ტელევიზიის ეთერში გავიდა იური ვაზაგაშვილის
მკვლელობის საქმე.
სწორედ, ტელეკომპანია `იმედიდან~ გაიგო ხალხმა, თუ როგორი სისასტიკით არბევდა 2007 წლის 7
ნოემბერს ხელისუფლება ოპოზიციის აქციას.
სიმართლე, რომელიც ამ ტელევიზიით გადაიცემოდა, რა თქმა უნდა, მაშინდელ ხელისუფლებას არ
აწყობდა და ამიტომაც `იმედის~ განადგურების მექანიზმი ჩართო. ბადრი პატარკაციშვილის
გარდაცვალების შემდეგ ტელეკომპანია `იმედი~ მის კანონიერ მეპატრონეს და ხალხს ორჯერ
წაართვეს, რაშიც მნიშვნელოვანი
წვლილი სწორედ ჯოზეფ ქეის მიუძღვის. არადა, მას პატარკაციშვილის სიცოცხლეში ტელევიზიასთან
არანაირი შეხება არ ჰქონია.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ჯოზეფ ქეი საზოგადოებისთვის ცნობილი ბადრი პატარკაციშვილის
სიკვდილის შემდეგ ხდება. სწორედ იმ პერიოდში ქეი თავს პატარკაციშვილების მთლიანი ქონების
რეალურ მეწილედ და მემკვიდრედ აცხადებს. 2008 წლიდან ის პატარკაციშვილის ე.წ. ანდერძის
აღმსრულებლადაც გვევლინება და მას ამ პრივილეგიას ქართული სასამართლოც ანიჭებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მოგვიანებით ეს ე.წ. ანდერძი ინგლისის სასამართლომ
გაყალბებულად სცნო. თუმცა ქართული სასამართლო მას კანონიერად აღიარებდა და
გაყალბებაზე არაფერს საუბრობდა.
სწორედ ამ `ანდერძის~ საფუძველზე ჯოზეფ ქეიმ არა მარტო `ტელეიმედი~, არამედ
პატარკაციშვილების სხვა აქტივებიც დაისაკუთრა. `იმედის~ მითვისება კი შემდეგი სქემით
მოხდა: 2008 წლის თებერვლამდე `იმედს~ აკონტროლებდა და აქციების 70%-ს ფლობდა `ჯეიმჯი
კონსტალტინგ გრუპი~. კომპანიის წარმომადგენელი იყო პატარკაციშვილის ნდობით აღჭურვილი პირი
გოგი ჯაოშვილი. 2008 წლის თებერვალში ჯოზეფ ქეი ხვდება გოგი ჯაოშვილის და აიძულებს საკუთარი
წილის დათმობას. ის არწმუნებს ჯაოშვილს, რომ ყველაფერი
ოჯახთანაა შეთანხმებული და რომ მთლიანი აქტივების განმკარგავი უკვე ისაა.
უკვე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ `იმედი~
ისევ მის კანონიერ მფლობელს - პატარკაციშვილების ოჯახს უბრუნდება. ამ დროს, არსად არ ჩანს
ჯოზე კეი. 2013 წლის ზაფხულზე კი ის ქართულ საზოგადოებას თავს ისევ ახსენებს, ამჯერად,
ბრძოლას და თანაც,
ისევ უკანონოს, ისევ გაყალბებული დოკუმენტებით რუსთავის მეტალურგიული ქარხნისთვის
იწყებს. შეაქვს სარჩელი საქალაქო სასამართლოში. საქალაქო ქეის სარჩელს აკმაყოფილებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებას პატარკაციშვილების ოჯახი სააპელაციოში ასაჩივრებს.
სააპელაციო სასამართლო კი ქეის და სს `ქართული ფოლადის~ სასარგებლოდ მიღებული საქალაქო
სასამართლოს გადაწყვეტილებას ძალაში ტოვებს. საქმე ეხება, `ქართული ფოლადსა~ და
`რუსთავის ფოლადს~ შორის ქარხნის აქტივების ყიდვა-გაყიდვის გარიგება. ამ გარიგების შედეგად,
პატარკაციშვილების ოჯახმა და `რუსთავის ფოლადმა~ ქარხანა 2011 წელს დაიბრუნა.
როგორც `რუსთავის ფოლადის~ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე აცხადებს,
მისი კომპანიის წინააღმდეგ ბოლო დროს გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებები ცხადყოფს,
რომ `საერთაშორისოდ აღიარებულ თაღლითს~, ჯოზეფ ქეის შესაძლებლობა აქვს, საქართველოში
დაუსჯელად იმოქმედოს.
`2005 წელს ბადრი პატარკაციშვილმა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის აქტივები გაკოტრების
აუქციონის საშუალებით შეიძინა. მისი გარდაცვალების შემდეგ ჯოზეფ ქეიმ `ტელეიმედი~
თაღლითურად მიითვისა და სახელმწიფოს გადასცა. `ტელეიმედის~ სანაცვლოდ, სახელმწიფომ
უფლება მისცა ჯოზეფ ქეის, პატარკაციშვილის ოჯახის სხვა აქტივებს, მათ შორის, რუსთავის
მეტალურგიულ ქარხანას დაპატრონებოდა. ყველაზე მთავარი, რითიც მტკიცდება, რომ ეს
ქარხანა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ეკუთვნის, ის არის, რომ ქეიმ ვერსად წარმოადგინა
ვერცერთი ცენტი, რითიც მან ეს ქარხანა იყიდა~, - აღნიშნა რუხაძემ და დასძინა, რომ ჯოზეფ
ქეი უკვე მესამედ ცდილობს, პატარკაციშვილის ოჯახს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა და მისი
აქტივები მოჰპაროს.
ცნობილია ისიც, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი უზენაეს
სასამართლოში გაასაჩივრებს, იმ სასამართლოში, რომელსაც დღემდე კუბლაშვილი
ხელმძღვანელობს. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რომ ქეის სარჩელი მესამე ინსტანციის
სასამართლომაც დააკმაყოფილოს და `რუსთავის ფოლადი~ მის კანონიერ მფლობელს ჩამოერთვას.
Dა თუე ს ასე მოხდა, ისმის მარტივი კითხვა, რატომ არ “ჩაიბარებს” ბატონი ჯოზეფ კეი ბადრი
პატარკაციშვილის სხვა აქტივებს, რაც მან ტაღლითურად ადრე ჩაიგდო ხელში, მათ შორის კი
ტელეკომპანია
imeds
ამერიკული ოცნებები სადაც ყოველი მე-20 მემილიონე წარმატებული ხდება და სხვები მას შეჰყურებენ... (c) nikusha_marx