რა კავშირია „ჯეოსელსა“ და გახმაურებულ „უკანონო მოსმენების“ საქმეს შორის?
ბოლო დროს კომპანიასთან დაკავშირებით განსაკუთრებით დიდი ინტერესია არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც. ეს ინეტერესი უკავშირდება მისი მონაწილეობის შესაძლებლობას ე.წ. „უკანონო მოსმენების”-ს საქმეში. საინტერესოა, რა გახდა ამ აზრის ჩამოყალიბების მიზეზი? არის კი ჯეოსელი გახვეული საქართველოს მოსახლეობის უკანონო მოსმენის საქმეში?
დაარღვია „ჯეოსელმა“ ეთიკის ნორმები?
როგორც მსოფლიო ინფორმაციული წყაროები იტყობინება, „ჯეოსელს“ სპეციალური მოსასმენი სისტემა აქვს 2005 წელს „ერიქსონი“-სგან ნაყიდი, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით შეიქმნა. თუმცა როგორც კომპანია "ერიქსონის" პრესმდივანი ფრედრიკ ჰალსტანი აცხადებს-"ტექნოლოგიის დანიშნულება კრიმინალთან ბრძოლაა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება, როგორც ჩანს, მას სხვა მიზნებისთვის იყენებს". შვედეთის Amnesty International-ის პრესმდივანის ელიზაბეთ ლოფგრენის განცხადებით, მობილურმა კომპანიებმა არ უნდა დაარღვიონ ადამიანთა უფლებები“. ზემო აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები „ჯეოსელს“ ბრალს დებენ უკანონობაში, საინეტერესოა რამდენად მართებულია ეს განცხადებები?
რეალურად თუ ეს ფაქტი სწორი აღმოჩნდება „ჯეოსელს“ საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედის მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდა, რაც საკმაოდ დიდი ციფრია. საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები და რა გავლენას მოახდენს ეს პროცესები კომპანია „ჯეოსელის“ საბაზრო წილზე? შეძლებს კი ის ძველებურად მდგრად განვითარებას თუ საბედისწერო აღმოჩნდები მისთვის ეს ფაქტი დადასტურების შემთხვევაში...
გამოძიება უკვე დაწყებულია სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ...
bpi.ge/index.php?option=com_content&view=article&id=19501%3A-qq----&catid=965%3A2013-05-14-10-42-31&Itemid=182&lang=ka