”შემიძლია ჩემი აზრი გითხრათ, კონსტიტუციური მონარქიის წინააღმდეგი ვარ. მიმაჩნია, რომ ის ფორმა და კონსტიტუცია, რაც ამჟამად არის, ქვეყნისთვის კარგია,” - უთხრა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.
”ალბათ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავს თემებზე მსჯელობა უნდა გაიმართოს და გადაწყვეტილება მსჯელობის გარეშე არ უნდა იყოს მიღებული. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მონარქიაა, მონარქის ყოფნა-არყოფნაზე საზოგადოება მსჯელობს. თუმცა, კონსტიტუციური მონარქიის არსებობა ევროკავშირის წევრობას ხელს არ უშლის,” - აღნიშნავს ფანჯიკიძე.
http://news.ge/ge/news/story/69841-fanjiki...-tsinaaghmdegia