#38700264 · 11 Nov 2013, 20:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გინდა ახტი და გინდა დახტი მარგველა პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტია და ამაზე მეტი ლეგიტიმაცია აღარ არსებობს...
ეხლა მიშამ რო კონსტიტუცია კოსტუმივით მოირგო, პრეზიდენტს რო უფლებები აღარ დაუტოვა და ყველაფერი პრემიერს გადააბარა, რადგან პრემიერობა თვითონ უნდოდა და ქართველი მედვედევი ვერ იპოვა, ეგრე ხო არ არის ქაა...
მოდით რა არც ჰიპერტროფირებული პრეზიდენტის ხელისუფლება გვინდა და არც პრემიერის, ერთი კაცის ხელში ძალიან ბევრი ბერკეტი არ უნდა იყოს, თორე დიქტატორად გადაიქცევა...
პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ ჰქონდეს (ვეტო ჯანდაბას, თუმცა ვეტოს უფლებაც უნდა ჰქონდეს ჩემი აზრით), უკვე ნამეტანია...
ესეც ხო მიშა არ არის, რო უფლებები ქვეყნის საზიანოდ გამოიყენოს,,,
ასე რო თუ გვინდა ნორმალურ ქვეყანად ვიქცეთ, პრეზიდენტი მარტო პარადებზე საჩვენებლად არ უნდა გვყავდეს, ხელფასს რაში ვუხდით? უფლებებიც უნდა ჰქონდეს თანამდებობის შესაბამისი, საქმესაც აკეთებდეს და მასზე კონტროლიც უნდა არსებობდეს...
ასე რო პრეზიდენტის პოსტი ან გააუქმეთ, ან მიშას მიერ ზედმეტად შეკვეცილი უფლებების ნაწილი დაუბრუნეთ...
ეხლა რომელი კონსტიტუციონალისტი მე ვარ, მე ვერ განვსაზღვრავ რისი უფლება უნდა ჰქონდეს ან არ ჰქონდეს პრეზიდენტს, მაგრამ ასეთი უუფლებო არცა მჭირდება არაფერში და გააუქმეთ მაშინ პრეზიდენტის პოსტი თავის აპარატიან დაცვიანად...
თუმცა მიმაჩნია რო პრეზიდენტი საქართველოში უნდა იყოს, მაგრამ არც ასეთი უუფლებო და არც მიშას უფლებებით...
This post has been edited by makvala on 11 Nov 2013, 20:47
--------------------
ვირებში თუ ხარ უნდა შენაც ტლინკები ყარო, ვაქცინისტებო D ვიტამინს არ გაეკაროთ! ზოგადად ფიზიოლოგია გოგოებმა უფრო უკეთ უნდა იცოდნენ, ქალი გაცილებით ფიზიოლოგიური არსებაა ვიდრე მამაკაცი (C) tengo9786
|