VanoB
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 131
წევრი No.: 100598
რეგისტრ.: 22-September 09
|
#38642120 · 6 Nov 2013, 20:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
beqaG საქართველოს კანონი იარაღის შესახებ
მუხლი 17. იარაღით ვაჭრობა
1. იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის უფლება აქვთ სპეციალურად ამ მიზნით, სამეწარმეო საქმიანობისათვის შექმნილ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობები, სადაც განხორციელდება იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობა, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს (ასეთი სტანდარტების არსებობის შემთხვევაში).
2. იარაღით და საბრძოლო მასალით ვაჭრობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს შეძენილი და რეალიზებული საქონლის აღრიცხვა, ასევე სააღრიცხვო დოკუმენტაციის შენახვა;
ბ) იარაღისა და საბრძოლო მასალის რეალიზაცია განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი უფლების მქონე პირზე;
გ) მოახდინოს მხოლოდ იმ საქონლის რეალიზაცია, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
დ) არ განახორციელოს ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის რეალიზაცია მისი ბალისტიკური შემოწმების გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა;
ე) საკომისიო წესით ჩაიბაროს მხოლოდ ის იარაღი, რომელზედაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულია იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა;
ვ) შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე სარეალიზაციოდ შემოტანილი ან საკომისიო წესით ჩაბარებული იარაღისა და საბრძოლო მასალის სრული ნუსხა (ტიპი, მარკა, მოდელი, სერია, ნომერი, კალიბრი), ასევე ინფორმაცია მყიდველის შესახებ საინფორმაციო ბაზაში განსათავსებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს;
ზ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის უსაფრთხოება;
თ) შემძენ ფიზიკურ პირს შეძენილი იარაღი გადასცეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) დაიცვას იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ლიცენზიას არ საჭიროებს:
ა) სასამართლო აღმასრულებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყადაღადადებული იარაღის იძულებით აუქციონზე რეალიზაციისას;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული იარაღის რეალიზაციისას;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ან მისი უფლებამონაცვლე, სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. მუხლი 18. სამოქალაქო იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის გაცემის საფუძველი
სამოქალაქო იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის წერილობითი განცხადება;
ბ) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;
გ) იურიდიული პირისათვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების სია (მათი სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ასევე ცნობა მათი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;
დ) ინდივიდუალური მეწარმისათვის:
დ.ა) ცნობა მისი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;
დ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია);
ე) ცნობა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმათა დაცვის შესახებ;
ვ) შენობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმათა დაცვის უზრუნველყოფისა და შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ზ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №144
2005 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 4. კონკრეტული სახეობის იარაღით ვაჭრობის ლიცენზია და მისი გამცემი ორგანო
1. კონკრეტული სახეობის იარაღით ვაჭრობა ხორციელდება ლიცენზიის საფუძველზე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ლიცენზია გაიცემა, თუ ლიცენზიის მაძიებელი აკმაყოფილებს კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.
2. ლიცენზიის გარეშე კონკრეტული სახეობის იარაღით ვაჭრობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს კანონი
სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ
9. იარაღისა და საბრძოლო მასალის დამზადება, შეკეთება და მათით ვაჭრობა:
ა) იარაღისა და საბრძოლო მასალების დამზადება – 100 ლარი;
ბ) იარაღისა და საბრძოლო მასალების შეკეთება – 100 ლარი;
გ) იარაღითა და საბრძოლო მასალებით ვაჭრობა – 100 ლარი.
13. საქონლის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გადატანის სფეროში საქმიანობის ნებართვა:
ა) შეიარაღების (მათ შორის, იარაღის), საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან, შეკეთებასა და მოდერნიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გადატანის ნებართვა (გარდა საქართველოს სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ან მათთვის განკუთვნილი შეიარაღების (მათ შორის, იარაღის), საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის თაობაზე გაცემული ნებართვებისა) – გარიგების ღირებულების შესაბამისად:
ა.ა) 500 ლარიდან 10 მლნ ლარამდე – 0.5%;
ა.ბ) 10 მლნ ლარიდან ზევით – 0.1%, მაგრამ არა უმეტეს 120 000 ლარისა; * * * საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №750
2006 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული იარაღის ტარების, გადაადგილებისა და შენახვის წესისა და რეჟიმის შესახებ
მუხლი 11.
1. შესაბამისი პროფილის სპორტულ ორგანიზაციებს უფლება აქვთ შეინახონ სასპორტო ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი, სასპორტო პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე ნაკლებია და სასპორტო ცივი და ცივი სასროლი იარაღი სპორტულ ობიექტებზე ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნების დაცვით საამისოდ მოწყობილ სათავსებში.
2. პირები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ იარაღის და საბრძოლო მასალის დამზადებას, შეკეთებას ან იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობას, ინახავენ იარაღს და საბრძოლო მასალას საწარმოს ტერიტორიაზე იარაღის შენახვისათვის დადგენილი ყველა აუცილებელი პირობის დაცვით.
This post has been edited by VanoB on 6 Nov 2013, 20:22
|