პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მისმა მეგობრებმა შექმნეს ახალი დემოკრატია საქართველოში და ეს არის ახალი პერიოდის შემადგენელი ნაწილი, - ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ვილფრიდ მარტენსმა ბათუმში , "ინტერპრესნიუსის" მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
შეკითხვა ეხებოდა ფრანგულ გაზეთ "Le Monde"-ში გამოქვეყნებულ წერილს, რომლის გამოც გასულ კვირას ბევრს საუბრობდნენ და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ის ხელისუფლების მხარდამჭერ სტატიად შეაფასეს. "ინტერპრესნიუსი" დაინტერესდა, თუ რა გარემოებებმა უბიძგა ვილფრიდ მარტენსს, რომ ამ შინაარსის წერილი გამოექვეყნებინა.
"ჩემთვის წარმოუდგენელია, როდესაც ვიღაც ამბობს, რომ აუცილებელი იყო ამის გაკეთება, რომ მე იძულებული ვიყავი ეს გამეკეთებინა. ისინი არასათანადოდ აფასებენ დამოუკიდებლობას იმ ლიდერებისა, რომლებიც პასუხისმგებლობით არიან გამსჭვალულნი. ეს იყო ჩემი ვალდებულება, გამომდინარე იმ პასუხისმგებლობიდან, რომელიც მე გამაჩნია, როგორც ყველაზე დიდი ოჯახის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს. ჩვენ ვლაპარაკობთ თავისუფალ პრესაზე, თავისუფალ აზროვნებაზე, ჩვენ ევროპაში ვცხოვრობთ, სხვა გარემოში, სხვა ატმოსფეროში", - აღნიშნა ვილფრიდ მარტენსმა.
შეკითხვას ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ წარსულის ძალები საქართველოს წარსულში დაბრუნებას ცდილობენ.
"წარსულის ძალები, წარსულის მეთოდებით ცდილობენ საქართველო დააბრუნონ წარსულში. ამას გასავალი ცივილიზებულ სამყაროში არ აქვს და ნათლად აჩვენა ეს ევროპის დებატებმა. ყველა პარტიის ყველა წარმომადგენელი ევროპარლამენტში ლაპარაკობდა მოსყიდვაზე, მანიპულაციებზე, არადემოკრატიულ ნაბიჯებზე. ყოველთვის იპოვი ერთს და ორს, რომელიც ორივე მხარეს დაადანაშაულებს. საბოლოო ჯამში, გზავნილი სრულიად ნათილია. ასეთი ფული და ასეთი მაქინაციები ჭრის ჩრდილოეში, ორი საათის საფრენ მანძილზე. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიას, ვისაც უნდა საქართველო დააბრუნოს გამყინვარებაში, ის ამ შედეგს ვერ მიაღწევს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, ევროპის სახალხო პარტიის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამუშაო სხდომის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გასულ კვირას, "ლემონდში" გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ეს საქართველოში დაწერილი სტატიაა".
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...demokratia.html----------------------
შეგახსენებ ევროპის სახალხო პარტია,რომლის პოზიციასაც გამოხატავს ვილფრედ მარტენსი არის ევროპაში უდიდესი და ფაქტიურად ევროპის ყველა წამყვანი ქვეყნის მართველი გუნდი და მისი ლიდერი ამ პარტიის წევრია,მაგალიტად ანგელა მერკერი,რეჯებ ტაიპ ერდოღანი,დევიდ კემერონი და ა.შ
ასე რომ ეს კაცი გამოხატავს ფაქტიურად მტელი ევროპის პოზიციას
აბა ოპოებო,რაიმენაირად გააპრავეთ ეს,ოღონ არა ისეთი სულელური ფრაზებით,რომ მიშამ მთელი ევროპა იყიდა და ა.შ

მორიგი მხარდაჭერა ევროპის ნაციონალური მოძრაობისადმი