გეთანხმები იმაში რომ მწვადისთვის, ქაბაბისთვის და თევზისთვის სხვადასხვა შამფურებია საჭირო.
მათ სიგანეს ვგულისხმობ, სიგრძე მაყალის მიხედვით უნდა განისაზღვროს.
ის ნამდვილად არ ვიცი, სად შეიძინოს თემის ავტორმა ასეთი ნივთები., დიდი ხანია არ ვარ საქართველოში.
მე სხვა გამოსავალი მოვნახე.
ვიყიდე უჟანგავი ფოლადის "ლისტი" და მექანიკურ საამქროს მივადექი.
დამიჭრეს ისეთ ზომებად, რომლებიც სჭირდება ცეცხლთან "მოთამაშეს"
"ლისტი" რკინის "საკეპი" დანადგარით ჩათალეს, შემდეგ სახარატო ჩარხზე სახელური გამოიყვანეს., მერე სალესი ქვა და მისი ჯანი.
ეხლა ჩემით ვაკეთებ.
/საკუთარი სახარატო ჩარხი მაქვს./
ორიოდ სიტყვას ვიტყვი შამფურის მოხმარების შესახებ.
უმჯობესია გაცხელებულზე წამოაცვათ თქვენთვის სასურველი სასუსნავი, თუ მანამდე ზეთს გადაუსვებთ, უკეთესი შედეგი გექნებათ.