http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=tabula...11-2013%2023:14ეს არის ინტერვიუ ბოლნისის სიონში მსახურ მღვდელთან, მამა ილია ჭიღლაძესთან არხ ტაბულაზე, გადაცემაში "საუბარი რელიგიაზე"
პირველ რიგში გთხოვთ თემა არ გადაიყვანოთ ლანძღვა გინებაში.
საუბარი რაზეა სათაურიდანაც მიხვდებით.
თემა კი ნამდვილად პოლიტიკურია, თუნდაც ინტერვიუს შინაარსიდან გამომდინარე
ეცადეთ ლანძღვა გინების გარეშე წარმართოთ თემა
ეს კი გადაცემის ანონსი, ნაწყვეტი გადაცემიდან
ეს მამა ილიას ბექგრაუნდი

მღვდელი ილია ჭიღლაძე (ერისკაცობაში ირაკლი ჭიღლაძე) -დაიბადა 1983 წლის 4 ოქტომბერს ქ. გორში, 2000 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ.გორის VIII საშუალო სკოლა.2006 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი მაგისტრთან გათანაბრებული სამართალმცოდეობის დიპლომირებული სპეციალისტის წოდებით. 2007-2012 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე, იყო სასულიერო აკადემიისათვის კომპანია ”ემიგრანტის” მიერ გამოყოფილი წმ. ექვთიმე ღვთისკაცის სახ. სტიპენდიანტი. 2010 წლიდან არის ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის შუა საუკუნეების კვლევების მიმართულების დოქტორანტი. 2011 წელს ხელთდასხმულია დიაკვნად,2012 წელს კი- მღვდლად. ყავს მეუღლე და ერთი შვილი.
------------------------------
საბედნიეროდ, ასეთები ბევრნი არიან ეკლესიაში, თუმცა გასაგები მიზეზების გამო არ ჩანან ისე როგორც მათი სკანდალური კოლეგები