ყინვები და შიმშილი ქართლში 1886წ.
ივერიის კორესპონდენცია, 1886წ.
ქართლი. პირველი დეკემბრიდგან დაწყბილი აქნობამდე აქ საშინელი ყინვები დაიჭირა, ისე რომ პატარა ჩიტი-ბეღურები სიცივით ხეებზედ იყინებიან, ხალხიც საგრძნობელად შეაწუხა ამ ყინვამ ცალკე სიცივით და ცალკე შიმშილით: გორის მაზრაში წისქვილები სულ მთლად დაიყინა, ხალხი ნახევრობაზედ უნაფქოდ არის და ამის გამო დიდს შიმშილს ითმენს.
ს. ბეგოთს ბევრი წისქვილებია და ბრუნავენ კიდეც, მაგრამ იქაც სახელმწიფო პური იფქვის და მარტო ამას ძლივს ასდიან. კვირით კვირამდე ხალხი მოხარშულის სიმინდით, ლობიოთი და ხალიფაფით გამოდის, რომ პურის დაფქვის ილაჯი არ აქვს: საწყალს აქაურს გლეხს საქონლის ჭირმა ხომ სულ მთლად გაუწყვითა საქონელი, რის გამოც ამ საშინელ სასტიკ ზამთარს დიდის გაჭირვებით და ცოდვით ატარებს. საკვირველი ის არის, რომ მთელი ექვსი შვიდი თვეა,რაც საქონლის ჭირი გაჩნდა ქართლში, ამ მხნის განმავალობაში ყოველ დღე ყოველს სოფელში რამდენიმე ხარ-კამეჩი უნდა მოკვდეს, რომლებსაც გაატყავებენ _ ტყავს საქალამნედ შეინახავენ და ლესს ცხვირ-წინ ზედ კარებზედ დააგდებენ, რომლის გამო საშინელი ამყრალებული სუნი ეფინება გარშამოს. გაოცებული ვართ …. განა ამას ყური არავინ უნდა უგდოს? _ არც დარიგება არც ექიმი არსად ჩანან.
ამ ხანებში მე მამიხდა შემთხვევითი ლაპარაკი ხუთ ექვს ს. ახალქალაქის გლეხებთან; სხვათა შორის ჩამოვარდა ლაპარაკი ძვირობაზედ დაფულის უშოვნელობაზედ: ,, ბატონოო, მითხრა ერთმა: ე სახემწიფო ფული რო დამაძალეს, ძალიან გამიჭირდა საქმე, ვერსად ვერ ვიშოვნე _ ავდექ და ერთ უღვთო კაცს დავეღრიჯე, ერთი თუმანი ძლივს ძლიობით გამოვართვი, იმ პირობით რომ იმ ერთ თუმანში მე ზაფხულში ათი კოდი პური უნდა აუწყო კალოზედ და ჩავაბარო. _ შემოდგომაზედ კი მე კოდი ისევ იმისაგან ერთი ორად უნდა ვიყიდო. “ ბიჭო და თქვენში ხომ სოფლის ბანკია გამართული მეთქი, რატომ თქვენ სოფლის ბანკში ამხანაგებად არ ჩაეწერებით, რო იქიდგან ადვილად ხელი მოინაცვლოთ ხოლმე და მაგდენი ტყუილი ხარჯი არ მოგივიდეს. ყველამ თვალებდაჭყეტით დამიწყეს ცქერა. ,, ბატონო, ნეტავ გვქონდეს მაგისთანა გამარტულობა და, რაღა გაგვიჭირდებოდ. მაშინ ხელმწიფესაც, ბატონსაც, მოვალესაც ადვილად პასუხს გავცემდით. “ მე ვუთხარი რომ ეს ორი წელიწადიც არის რაც თქვენ სოფელში საამხანაგო ბანკია და რა გემართებათ მეთქი რო აქნობამდე არა გცოდნიათ. იმათ ყველამ ერთ ხმათ შემამფიცეს, რომ მათ სოფელში მაგისთანა არა არის რა- და თუ არის, თავადების არისო. შენგან არ მიკვირს, _ განათავადი გლეხს ამხანაგად გამოადგება!? _ ამით გაათავეს მათ თავიანთი ბაასი ჩემთან და ბოლოს დიდის სურვილით მოიწადინეს საგლეხო ბანკის გამართვა და არა თავადებისა.
აქ დაიდება ყველა მომდევნო
http://www.ireporter.ge/category/ra-aris-akhali-tsarsulshi/არწივი9ნწუ მხოლოდ 1886 მაქვს და რამდენიმე ნომერი 87–ს