#38726090 · 14 Nov 2013, 00:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაში მონაწილეობას არ მიიღებენ 22:36 13-11-2013 რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაში მონაწილეობას არ მიიღებენ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაში მონაწილეობას არ მიიღებენ, - ამის შესახებ "იტარ-ტასთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა. "დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის შემთხვევაში შეუძლებელია საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაში მონაწილეობა. თუმცა, შემიძლია ვთქვა, ჩვენ იტერესით ვადევნებთ თვალს ქართველი პრეზიდენტის პირველ გამონათქვამებს. მისი აზრები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ნორმალიზაციის შესახებ გვეჩვენება კონსტრუქციულად და ბევრ რამეში ეთანხმება ჩვენ ხედვებს", – აღნიშნა კარასინმა. მისივე თქმით, მოსკოვში მზად არიან არაფორმალური დიალოგის გასაგრძელებლად, რომელიც ერთი წლის წინ ორი ქვეყნის ხელმძღვანელობის მითითებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირად წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან. კარასინის განცხადებით, ამ დროის განმავლობაში მიღწეულია გარკვეული შედეგები თანამშრომლობის აღდგენასთან დაკავშირებით იმ სფეროებში, რომელიც რეალური იყო არსებულ პირობებში. "აღდგენის პროცესშია სატრანსპორტო მიმოსვლა, იზრდება საქონელბრუნვა, რომელმაც 516 მილიონ დოლარს გადააჭარბა. რუსეთის ბაზრის ხარჯზე ქართული ღვინის ექსპორტი 43 %-ით გაიზარდა", – დასძინა კარასინმა. მანვე აღნიშნა, რომ 21 ნოემბერს პრაღაში აბაშიძესთან მორიგი შეხვედრა გაიმართება. "ჩვენ ვრჩებით რეალისტებად და ამაღლებულ მიზნებს არ ვისახავთ, თუმცა მტკიცედ ვაპირებთ, ორივე ხალხისთვის სასარგებლო სამუშაოები გავაგრძელოთ", – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
უკომენტაროდ.
|