ეჰ, ესაც ჩემი ნახევარი წლის წინანდელი პოსტი, სამწუხაროდ
გამოგზავნილია: 15 May 2013, 22:53
ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა (ეკონომიკის მინისტრი ეტყობა სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით არის დაკავებული) გამართა პრესკონფერენცია, სადაც მრავალტანჯულ კითხვაზე - არის თუ არა სახეზე ეკონომიკური ზრდის განახევრება, გასცა პასუხი. აქვე დაგვამშვიდა და გვთხოვა რომ ამას გაგებით მოვეკიდოთ, ვინაიდან "EBRD-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში შეამცირა", "ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკმა თავისი პროგნოზი შეამცირა მთელ მსოფლიოში და მინდა, გითხრათ (ავტ. ანუ ხადურს უნდა რომ გვითხრას), რომ მისი გათვლებით საქართველოში უფრო მეტად ზრდადი ეკონომიკა იქნება, ვიდრე ნებისმიერ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში" (წყარო:
http://commersant.ge/?page=news&id=439)ტყუილები და რეგვენული სახით ხალხის დაბოლება როგორც ჩანს ქოცმთავრობის საფირმო ხელწერა გახდა, და ამის დასადასტურებლად იხილეთ ქვემოთ.
საინტერესოა სხვა ქვეყნებში რამდენად შემცირდა ეს პროგნოზი, იმისათვის რომ გავიგოთ საგანგაშოა თუ არა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლის 2%-ით შემცირება (ცნობისათვის, EBRD-მა გააკეთა პროგნოზი 2013 წლის იანვარში და აპრილის ბოლოს მდგომარეობით მოახდინა კორექტირება პროგნოზში. საინტერესოა ეგეთი რა ეკ. ღონისძიებები გაატარა მთავრობამ 4 თვეში რომ რეკორდული კორექტირება მოხდა საქართველოს მაჩვენებლებში)
რუსეთი: 1.8% ნაცვლად 3.5%-სა (-1.7%)
უკრაინა: 0.5% ნაცვლად 1%-სა (-0.5%)
ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების პროგნოზი: 0.8% ნაცვლად 1.3%-სა (-0.7%)
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 8 ქვეყნის პროგნოზი 1.5%-ს ნაცვლად შემცირდა 1.4%-მდე (-0.1%)
ხორვატია: 0.5% ნაცვლად 0.8% (-0.3%)
აზერბაიჯანი: 3.5% ნაცვლად 4%-სა (-0.5%)
ეხლა გადავხედოთ იმ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს მეზობლებს, სადაც "როგორი? ხადურის" განცხადებით ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შემცირდა (ამას ვითომ EBRD-ზე დაყდნობით აცხადებს), მაგრამ აი რას ამბობს თავად EBRD:
ლატვია: 3.5% ნაცვლად 3%-სა (+0.5%)
კოსოვო: 3% უცვლელად
მონტენეგრო (ჩერნოგორია): 1% ნაცვლად 0.8%-სა (+0.2%)
რუმინეთი: 1.4% უცვლელად
სერბეთი: 2.2% ნაცვლად 2.1%-სა (+0.1%)
სომხეთი: 5% უცვლელად!
ბელარუსი: 2% ნაცვლად 1.5%-სა (+0.5%)
აქვე აღსანიშნავია ის, რომ არც ერთ ქვეყანას. ვიმეორებ: არც ერთ ქვეყანას ამ სიაში არ აქვს -2%-იანი კლების პროგნოზი. სულ სიაში არის 34 ქვეყნის მონაცემები.... (წყარო:
http://www.ebrd.com/pages/research/economi...ata/macro.shtmlმაგრამ როგორც "როგორი? ხადური" ბრძანებს, „ეს ნორმალურია და ამაში საგანგაშო არაფერია.“ და მე რა უფლება მაქვს არ დავეთთანხმო