#38710211 · 12 Nov 2013, 18:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა,
მე ნაკლებად ვპოსტავ და მეტად ვკითხულობ აქაურობას. მოკლედ ვარ მარკეტინგის სპეციალისტი და გამიჩნდა ესეთი იდეა:
რაგბის ბილეთი არ უნდა ღირდეს არც 1 ლარი და არც 3. არც 5 და არც 10. უნდა ღირდეს იმდენი, რამდენიც კონკრეტულ პიროვნებას უღირს რაგბზე წასვლა. ანუ მე მაგალითად ყველა თამაშში მზად ვარ გადავიხადო მინიმუმ 5 ლარი. თუ ხელფასი ახალი აღებული მაქვს 10-საც და 15-საც გადავიხდიდი და დარწმუნებული ვარ რაგბის გულშემატკივართა დიდი ნაწილი სწორედ ასევე მიუდგება "უფასო" ბილეთების გაყიდვის ამბავს.
ნუ მინიმალური ფასი უნდა იყოს ვთქვათ 1 ან 2 ლარი, ოღონდ უნდა გამოცხადდეს, რომ ბილეთი ღირს იმდენი, რამდენიც კონკრეტული გულშემატკივრის შეფასებით უნდა ღირდეს კონკრეტული თამაში.
მგონი მეტნაკლებად დავახასიათე იდეა. რაგბის კავშირის ზოგ წარმომადგენელთან უკვე ვისაუბრე, თუმცა გარკვეული პრობლემები იქნებაო.
მაინტერესებს, თქვენი, როგორც რაგბის ჭეშმარიტი გულშემატკივრის აზრი ამ თემასთან დაკავშირებით. რა პლიუსებს და მინუსებს ხედავთ და რა პრობლემებს შეიძლება წააწყდეს კავშირი ასეთი სტრატეგიის არჩევის შემთხვევაში?
--------------------
omne solum liberum libero patria
|