
Oppo-მ წარმოგვიდგინა ახალი Find 7 სმარტფონი, რომელიც მუშაობს Android 4.3(განახლებას მიიღებს შემდეგ ვერსიებზე) ოპერაციულ სისტემაზე და შეუძლია 50MP ფოტოების გადაღებას, სმარტფონი გაიყიდება საერთაშორისო ბაზარზე, ამით დაიწყო 5.5 ინჩიანი სმარტფონების ერა.....
Find 7 წარმოდგენილია ორი მოდელის სახით:
499$-იანი Find 7a, რომელიც აღჭურვილია 2.3GHz Snapdragon 800 პროცესორით, 2GB RAM და 16GB შიდა მეხსიერებით, 1080p გაფართოების მქონე ეკრანითა(IPS panel by JDI, 1000:1 contrast ratio)Gorilla Glass 3-ს, microSD სლოტს 128GB-მდე მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობით და Li-Po 2800mAh ელემენტით.
599$-იანი Find 7 წარმოდგენილია 2.5GHz Snapdragon 801 პროცესორით, 3GB RAM და 32GB შიდა მეხსიერებით, Quad HD( 2560×1440 IPS panel by JDI, 1000:1 contrast ratio, 538 პიქსელი ინჩზე ) ეკრანითა,Gorilla Glass 3-ს, microSD სლოტს 128GB-მდე მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობით და Li-Po 3000mAh ელემენტით.
“VOOC” სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიის დახმარებით 40 წუთში სმარტფონი იტენება სრულად (ნულოვანი პროცენტიდან)
ალბათ დამეთანხმებით რომ, ფლაგმანურ სმარტფონებში ყველაზე დაბალი ფასებია, და მაინც, ეს არ არის ამ სმარტფონების ბოლო ფასები.
გადავიდეთ სმარტფონის მთავარი ღირსებაზე, კამერაზე!
კამერა 13 მეგაპიქსელიანი Sony IMX214 CMOS სენსორი გახლავთ, თუმცა 50 მეგაპიქსელიანი ფოტოების გადაღება შეუძლია
Find 7-ში წარმოდგენილია Oppo-ს გამოსახულების პროცესორი Pure Image 2.0(ნოკიას მსგავსი ტექნიკა) და Super Zoom ტექნოლოგია, რომელიც კამერას უსწრაფესად 10 თანმიმდევრული ფოტოს გადაღების შესაძლებლობას აძლევს და იქიდან 50MP-იანი გამოსახულების შესადგენად საუკეთესო ხარისხის ფოტოებს არჩევს.
8160×6120 გაფართოების მქონე გამოსახულებების ზომა 10MB-ის ფარგლებში მერყეობს და ფოტოსურათი ზუსტ დეტალებში არის წარმოდგენილი.
გარდა ხსენებული მახასიათებლისა, სმარტფონი ასევე იძლევა 30 კადრი წამში სისწრაფის მქონე 4K ვიდეოს, 60 კადრი წამში 1080P და 120 კადრი წამში სისწრაფის 720P "slow-motion" ვიდეოს გადაღების შესაძლებლობას, გააჩნია HDR ,GIF-ების შექმნისა და RAW ფორმატის მხარდაჭერა. ზოგიერთი ასეთი მახასიათებლით სარგებლობას თქვენ წინა 5 მეგაპიქსელიანი კამერითაც შეძლებთ.
სმარტფონს გააჩნია სტერე დინამიკი MaxxAudio სისტემა
სხვა დამატებითი ფუნქციები: USB OTG, Bluetooth 4.0, 5G Wi-Fi 802.11 b/g/n, Wi-Fi Direct, Wi-Fi Display, GPS, NFC
სენსორები: Distance sensor, Light sensor, G-sensor, 4D Gyroscope


