ლეონიდ ჩერნოვეცკი თავისი საქველმოქმედო ფონდ ,,სოციალური პარტნიორობით " 3 წელიწადზე მეტია, აქტურად ეწევა საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობას.
თბილისის ცენტრში ჩერნოვეცკის ფონდმა გახსნა ევროპაში ყველაზე თანამედროვე ბავშვთა სახლი, სადაც ცხოვრობენ ობოლი ბავშვები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მან ასევე თბილისში წამოიწყო მოხუცების და პენსიონერების დახმარების პროგრამა, ეს პროგრამა ყოველდღიურად ეხმარება სიღარიბეში მცხოვრებ 270 მწოლიარე და საწოლში ჩავარდნილ მოხუცს -უფასო ექთნის ადგილზე მომსახურებით, მედიკამენტების უფასო მიტანით და საკვებით. ლეონიდ ჩერნოვეცკი თავის ფონდთან ერთად ასევე ეხმარება მრავალშვილიან ოჯახებს და თითოეულ ბავშვზე უხდის 100$.
ასევე ყიდულობს : ტანსაცმელს, ტექნიკას და სკოლისა და საბავშვო ბაღისთვის აუცილებელ ნივთებს-წერს გაზეთი ,,известиа" და აქვეყნებს ფოტო მასალას.
როგორც უკრაინის ყველაზე პოპულარული საგაზეთო გამოცემა "Вести.ua" იტყობინება, ყოფილი მერი გეგმავს აქტიურად განახორციელოს ინვესტიციები საქართველოში და თავის კაპიტალის ნაწილი დააბანდოს საქართველოში.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...i-gakhsnar.htmlეს ამბავი ახლა გავიგე. დავნიშნოთ ეს კაცი მერად, ჩვენები არ ვარგიან და...
ამრავლოს და გაახაროს ღმერთმა ასეთი ადამიანები.
პ.ს.გახსნილი ყოფილა თემა, მოდერებო შეაერთეთ ან რამე უქენით.
This post has been edited by marta007 on 15 Nov 2013, 17:22