კულისებს მიღმა ბერკეტებია - გახდება თუ არა ივანიშვილი რუხი კარდინალი?
ნოდარ სარჯველაძე, ფსიქოლოგიის პროფესორი:
აქტი ასეთია - თუ ის მართლაც სამოქალაქო სექტორში გადავა, გამოდის, რომ ”ენჯეო” გახდება, მე თითქმის 20 წელია არასამთავრობოში ვარ დ ვიცი, რასაც ნიშნავს აქ მუშაობა...
- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ მაქსიმუმი, რაც მას შეუძლია გააკეთოს, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა, არის ის, რომ გახდეს ქართველი სოროსი. ექნება ის რეპუტაცია და შესაძლებლობები, რაც სოროსს ჰქონდა და დღემდე აქვს. ამ შემთხვევაში მართლაც მოხდება სამოქალაქო საზოგადოებრივი სექტორის გაძლიერება.
გიორგი ვოლსკი, პარლამენტარი:
- ის ეპოქა, როდესაც ქართულ პოლიტიკას რუხი კარდინალები მართავდნენ, წავიდა, ყოველ შემთხვევში წასვლის პროცესშია. ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ეს ნამდვილად არ მოხდება. რუხი კარდინალობის სასტიკი წინააღმდეგია თავად ბიძინაც და არც ერთი ჩვენგანის ინტერესებში არ შედის ასეთი რამ. თუმცა, მე არ გამოვრიცხავ, რომ რჩევა საჭირო გახდეს, მაგრამ არა ექსკლუზიურად ბიძინა ივანიშვილისა, არამედ ზოგადად, იმ ადამიანების, ვისაც საქმეში ჩახედულია და რჩევა ეკითხებათ.
http://www.kvirispalitra.ge/politic/19503-...-kardinali.html