#38752112 · 16 Nov 2013, 12:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბავშვს აქვს ქრონიკული დაავადება, გუშინ მისცა სიცხე, სტკიოდა სახსრები, ხელ- ფეხს თითქმის ვერ ამოძრავებდა, ამის გამო გამოვიძახე სასწრაფო და მინდოდა რომელიმე კლინიკაში გადაყვანა( დაზღვევაც გვაქვს) სამწუხაროდ, არცერთი კლინიკა არ გვიღებდა- მიზეზი?? "ეგ ქრონიკული დაავადებიდან არის გამოწვეული და ჩვენ არ გვეხებაო" ბოლოს ახალ კლინიკაში წაგვიყვანეს, სადაც მტერს არ ვუსურვებ მოხვედრას, რეგისტრატორმა, ფეხგაშეშებული ბავშვით, რიგში დაგვაყენა, თან თვალებს მიბრიალებდა, აქ არ უნდა მოგეყვანათ ადგილი არ გვაქვსო, კითხვაზე აბა სად უნდა წამეყვანა-მეთქი, წამოენთო - "მე რა ვიცი, არსადო... " ამაზე რომ ერთი ამბავი ავტეხე, ექიმი გამოვიდა, ( რომელსაც ალიაქოთის მეტად ეშინია, ვიდრე ბავშვების ცუდად გახდომის ) შეგვიყვანა სადღაც დერეფანში, პალატაში ადგილი არ ჰქონდათ და 15-20 წუთის მერე დერეფანში გასინჯა ბავშვი, თან მებოდიშებოდა, რა ვქნათ ადგილი არ გვაქვსო. როგორც გაირკვა, ცვლაში მხოლოდ ორი ექიმი მუშაობს, რომლებიც ვერ ასწრებენ, პაციენტების მიღებას (ექიმების დამატება კი დაბალი ანაზღაურების გამო არ უნდათ) ბავშვს სერიოზული არაფერი არ აღმოაჩნდა და წამოვედით, მაგრამ ღმერთმა არ ქნას და ვინემეს მართლა გადაუდებელი რამ სჭირდებოდეს, დიდი ალბათობით რამეს დამართებენ, ვინაა ამაზე პასუხისმგებელი?
--------------------
[B]
|