#38759525 · 17 Nov 2013, 00:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"ბნელი პრეზიდენტი" ამ ნახატის იდუმალებას ანდამატი აქვს. უფსკრულივით იზიდავს მაყურებელს ღამის და მთვარის განუსაზღვრელი საგნობრიობა, რომელიც შავი სინათლის ველურ გამომეტყველებაში ინსტიქტურ სიცოცხლეს იძენს, ველურიც არის მართკუთხედი და, რაღაცნაირად, საცოდავიცაა თავის სიმარტოვეში შეუცნობელი სამყაროს წინაშე. მართკუთხა ტანის სიმძლავრე საგნობრივ რეალობას ანიჭებს შორ სივრცეში გამოსახულ სილუეტურ, ბნელ თანამედროვეობას. ენით აღუწერელი კაეშნით არის აღსავსე მართხუთხა ფიგურა, მაგრამ მის მარტოსულ გადაკარგულობას სტიქიური, ველური არსებობის სისუფთავეც გააჩნია. მართკუთხედის გეომეტრიზირებული სიმყარის მიუხედავად უმწეობის განცდას იწვევენ. კბილგამოჩრილი, დაღებული პირი კი თავისებური სიმწარის და გაავების ინტონაციას აძლევს მართკუთხედის ველურ თვალებს. მყუდრო მთვარიან ღამეს მართკუთხედი ველური დაძაბულობით მსჭვალავს. «ბნელი პრეზიდენტი» ქუთაისელის ერთერთი საუკეთესო ნამუშევარია. მასში გამოხატული მხატვრული განცდა ზედმიწევნით სავსედ ახასიათებს ქუთაისელის სამყაროსთან დამოკიდებულებას. მასში განხორციელებულია მართკუთხედის სტიქიური ყოფის განსახორციელებლად წმინდა ხედვა. თემო ჯაფარიძე წიგნიდან “ქუთაისელის შემოქმედება” მთვარიან ღამის სიმყუდროვეს არღვევს. ტილოზე მართკუთხედი ერთ ადგილზე ვერ ისვენებს. ისმის ტილოს ჭრიალი, სადღაც ტილო ტირის კიდეც.
--------------------
ოხ შავარდნაძე შენ შთამომავალს არ გაეთბოს ლოგინი უგრელკოდ!
დაფიქრდი მინამ ფეინთს იხმარ!
ციალა ვარ ბუღალტერი...
|