#38768225 · 17 Nov 2013, 22:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტაკს. კონსტანტინე გაგულავდება მცხეთაში და მოუნდება ლეგენდა შექმნას სვეტიცხოველზე და იწყება რა. მეფეს უყვარს ულამაზესი შორენა, შორენას მამა, ერთ-ერთი ერისთავი მეფეს აუჯანყდება და მეფე მავაშიგერს ჩაუტარებს შორენას მამას და მოინდომებს შორენას საყვარლობას. ამასობაში დედოფალი გამწარდება და მას მხარს უჭერს ეკლესია და ბიზანტია, რადგან ორივეს გავლენის გაზრდა უნდა მეფეზე და ამიტომ მეფე ვერც ერთს ვერიტანს. შორენას უყვარს ერთი ფშავში ჩასახლებული ლაზი მონა-კონსტანტინე, რომელიც მეფის მამას აჯანყებული ოძრხეს ერისთავის შვილის მოწაფეა. ეს შვილი ეროვნებას მალავს და ყველგან სპარსად იცნობენ. კარგი არქიტექტორია ოსტატი, მაგრამ უფრო უკეთესი მისი მოწაფე და აკი სწორედ ამიტომ ააგებს ,,იგავმიუწვდომელ" სვეტიცხოველს. ბოლოსდაბოლოს შორენას მონასტერში გამოკეტავენ, სადაც თავს იკლავს. კვდება კონსტანტინეც და მეფეც. ამასობაში ფონად ბიზანტია, ეკლესია (ეკლესიის ქირდვა გამსახურდიას სტილში) და ბატალური ბრძოლები. დასასრულად კონსტანტინეს მიერ ამ მეფის და ბიზანტიის აპოლოგია-რასაც სრულად ვეთანხმები.
ესეც მოკლე შინაარსი.
ენი ქვეშენ?
This post has been edited by ქაფქიანა on 17 Nov 2013, 22:24
--------------------
...Came the end, the final end of Eternity —And the beginning of Infinity.
Ceterum censeo Russio esse delendam...
We need ®US(SI)A Military Presence. © A10
|