#39543459 · 23 Jan 2014, 01:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | რომელ ”კონფესიას” მივეკუთვნები? |
უკონფესიო
ღვთაებრივი არსის მქონე 3 პიროვნება.
მამის და ძის ღვთაებრივი სული. ღვთაებრივი არსის მქონე პიროვნება.
ძე მამის თანასწორია არსით და ბუნებითად, იგი სიყვარულით ემორჩილება მამას, ამავე დროს გვანახებს უფლისადმი მორჩილების მაგალითს.
ადამიანად შობილი ღმერთი, რომელსაც ღვთაებრიობა არ დაუკარგავს.
QUOTE | იესო ქრისტეს ბუნება და არსი: |
იგი არის ღმერთიც და ადამიანიც, მაგრამ აქვს ერთი, განკაცებული ღმერთის ბუნება.(2 არსი და 1 ბუნება)
გააჩნდა 1 პიროვნული(ჰიპოსტასური) ნება.
QUOTE | იესო ქრისტეს სხეული: |
გაუხრწნელი იყო დაბადებიდანვე (ღვთაებრივთან შეერთების გამო)
QUOTE | იესო ქრისტეს ვნებანი |
ქრისტეს პიროვნება განიცდიდა ადამიანურ ვნებულებებს(არაცოდვისეულს), არა ბუნების აუცილებლობით და განწირულობით, არამედ ნებაყოფლობითი დაშვებით.
განკაცებული ღმერთის მშობელი
QUOTE | მარიამის ქალწულობა: |
პასუხი არ მაქვს...
ქრისტეს ჭეშმარიტ მორწმუნეთა ერთობლიობა კონფესიური მიკუთვნების მიუხედავად.
იგივე სხეულში, რა სხეულიც ჰქონდა სიკვდილამდე. ქრისტეს სხეული არ შეცვლილა, უბრალოდ ქრისტეს ღვთაებრიობის სრულად გამოვლენის გამო იგი "გასხივოსნდა" ისევე როგორც ფერისცვალების დროს.
ქრისტეს არასოდეს დაუკარგავს ყოვლისმცოდნეობა, უბრალოდ მან არ გამოავლინა ეს ცოდნა, ნებაყოფლობით თქვა ამაზე უარი კაცად ყოფნის დროს, ისევე როგორც ნებაყოფლობით ევნო, ეწამა, იტანჯა, მოკვდა
This post has been edited by logos on 23 Jan 2014, 01:01
|