პარსელსიდან - ბელიჩეკამდერობერტ კრაფტის მოსვლის შემდეგ გუნდმა დაიწყო სტაბილურად კარგი თამაში. 1995 წელს გუნდი 31-ე სუპერბოულშიც (SuperBowl XXXI) გავიდა თუმცა კვლავ დათმო თამაში, გრინ ბეი ფექერსთან (Green Bay Packers) ანგარიშით 35-21. გუნდის იმჟამინდელი მწვრთნელი გახლდათ ბილ პარსელსი, მოგვიანებით კი პიტ კეროლი. ორივე მწვრთნელის დროს მწვრთნელის ასისტენტად ბილ ბელიჩეკი მუშაობდა.
მას შემდეგ რაც გუნდი 1999 წელს პლეიოფში ვერ მოხვდა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კრაფტმა პიტ კეროლი გაათავისუფლა და ააღზევა ბილ ბელიჩეკი, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო გუნდის დინასტიად ჩამოყალიბებაში.
ღმერთის ერა2000 წელს, სპორტის ისტორიაში სავარაუდოდ ყველაზე დიდი Draft Steal მოხდა. მეექვსე რაუნდში 199-ე ფიქად გუნდმა აირჩია, მიჩიგან სტეიტის (Michigan State) კურსდამთავრებული, კვორტერბეკი ტომ ბრეიდი. გამომდინარე იქიდან რომ გუნდს ჰყავდა ელიტარული კვორტერბერი დრიუ ბლედსოუს სახით (იმ პერიოდისთვის 4 Pro Bowl, 2 All -Pro Selection) ახალწვეულს სათამაშო დრო სრულიად არ ჰქონდა. მის რუქი სეზონში მან მხოლოდ ერთი შესრულებული პასი ისროლა და გაატარა სულ რამოდენიმე ათეული წუთი მოედანზე სეზონის განმავლობაში.
შეტევის კოორდინატორი და ერთერთი ყველაზე დაფასებული NCAAს მწვრთელი ჩარლი ვაისი ბრეიდიზე თავის სპორტულ ჟურნალში წერდა. "ძალიან სუსტია და ნელია, ვერ ხედავს მოედანს სწრაფად, ვერ იღებს სწორ გადაწყვეტილებებს, ძალიან უჭირს მოწინააღმდეგისგან კონტაქტის არიდება"
2001 წელს 18 სექტემბერს, ზუსტად 1 კვირის თავზე, ამერიკული ტრაგედიისა, ტრაგედია დატრიალდა დრიუ ბლედსოუსთვისაც, რომელმაც მთლიანად შეცვალა ტომ ბრეიდის კარერა. სეზონის მეორე თამაშში, ნიუ იორკ ჯეტსთან დრიუმ კონტაქტის დროს საშინელი ტრავმა მიიღო. მას გაეხა ფილტვი, სჭირდა შინაგანი სისხლდენა და 1 კვირის განმავლობაში ჰოსპიტალიზირებული იყო. 1 კვირაში იგი გამოწერეს თუმცა აუკრძალეს თამაში 7 თვით. ბელიჩეკი დილემის წინაშე დადგა, აეყვანა ახალი კვორტერბეკი ან ეთამაშა ახალგაზრდა ტომ ბრეიდით. აქცენტი მან საბოლოოდ ტომ ბრეიდიზე შეაჩერა,
პატრიოტსმა ბრეიდი პირველად დააყენა სასტარტო კვორტერბეკის პოზიციაზე და მის დებიუტშივე ნიუ ინგლედმა პეიტონ მენინგის ინდიანაპოლის კოლტსი გაანადგურა ანგარიშით 44-13.
ნიუ ინგლენდი 2001 წლის სეზონში მესამე პოზიციით გავიდა პლეიოფში და იმ მომენტისათვის პეტრიოტსი უკვე ბრეიდის გუნდად ჩამოყალიბდა. პირველ წრეში მათ ნიუ იორკ ჯეთსი გაანადგურეს შემდეგ ოკლენდ რეიდერსი გამოაგდეს დაძაბულ ბრძოლაში, სადაც ტომმა კარიერის პირველი რაშინგ ტაჩდაუნი დადო ძალიან მნიშვნელოვან მომენტში. ამერიკული ფეხბურთის კონფერენციის ტიტულისათვის კი მათ თამაში პიტსბურგ სტილერთან უწევდათ.
პიტსბურგის ჰაინც ფილდის მოედანზე ტომ ბრეიდის მიაყენეს კოჭის ტრავმა, 3 დრაივზე 3ჯერ ზედიზედ ერთ ადგილზე ჩარტყმით. ტომმა თამაში ვეღარ განაგრძო, მაგრამ იმ მომენტისათვის უკვე გამოკეთებულმა დრიუ ბლედსოუმ მოუგო თამაში პიტსბურგს და ბელიჩეკის ერაში გუნდი პირველად გაიყვანა სუპერბოულში. სუპერბოულის წინ, კვლავ დიდი დილემის წინ დადგა ბილ ბელიჩეკი, ეთამაშებინა ჯანმრთელი გამოცდილი დრიუ ბლედსოუ თუ ტრავმირებული ტომ ბრეიდი. ისევე როგორც წინა შემთხვევაში ამჯერადაც ბილმა არჩევანი ტომზე შეაჩერა და როგორ აღმოჩნდა სწორადაც მოიქცა.
ნიუ ინგლედმა პირველი სუპერბოული მოიგო დაამარცხა რა სენტ ლუის რემსი ანგარიშით 20-17 ხოლო MVP ბრეიდიდასახელდა
ნიუ ინგლენდ პეტრიოტსმა ჩემპიონობა კიდე ორჯერ მოიგო 3 წელიწადში. 2003 და 2004 წლებში. ფინალის MVP ტომ ბრეიდიმ და გუნდის ვაიდ რისივერმა დეონ ბრენჩმა გაინაწილეს.


დანარჩენს მერე დავწერ
მიმაგრებული სურათი