მეიცათ ეს დედა ნატირები ევროპას ვაოცებთ არ იცით?
ვერც ერთი მხარე ვისაც მარგველას ოჯახური მდგომარეობა და გელფრენდის არსებობა მოსწონს თუ არა, ვერცერთ მხარეს ვერ გაურკვევია რომ არ უნდა ვერჩოდეთ პირადად ჩაჩუას. (მე არ ვერჩი)

პრობლემად თუ იმას განვიხილავთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა კაცი რომელსაც 2 ოჯახი დაენგრა და ახლა გელფრენდთან ცხოვრობს ამაზე შეიძლებელია და საჭიროცაა ვიმსჯელოთ. როგორ გლეხი პაპაი იტყოდა მაგაი თავის ოჯახიზა ვერ მიუხედავს და ქვეყანას მიხედავს ისე როგორც ჩვენ გვინდაო?

მე დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ში ასეთი პიროვნება პრეზიდენტი კი არა კანდიდატიც ვერ გახდებოდა.
იგივე იქნებოდა ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც.
მაგრამ ჩვენ ხომ ლენტი უნდა გავჭრათ და გავაოცოთ ისინი? ხო და აი გავაკეთეთ კიდეც.
ამიტომ, რომ იძახიან ქარიზმატული ლიდერების დრო დამთავრდაო და უხარიათ მეცინება. რბილად რო ვთქვა მე ასე არ ვთვლი.
პირიქით ზენიტშია ეს კულტი. ქარიზმატულზე სწორება.
დავაკვირდეთ: ბ.ივანიშვილის გადაწყვეტილებით დაინიშნება პრემიერი და მისი ხათრით ხმა მისცეს პრეზიდენტობის მისთვის სასურველ კანდიდატს.
ანუ აქამდე თვითონ ქარიზმატულ ლიდერს მაინც აძლევდნენ ხმას, ახლა კი ხალხი მისი ხათრით ირჩევენ პირველ პირებს.
ეს პრობლემაა.
ამას დაამატეთ ის რომ მთავრობის გარედან საკონტროლო სივრცის სამოქალაქო სექტორის ხელში აღებაც უნდა.
ესეც პრობლემაა.
მე ვფიქრობ, რომ თუ ბ.ივანიშვილმა სასწრაფოდ არ იზრუნა ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაზე ქვეყანაში ის ხალხს ფორმალურად პოსტზე არ ყოფნით ვერ მოიგერიებს და ეს ყველაფერი კარგად არ დამთავრდება. ისევე როგორც სხვების შემთხვევაში არ დამთავრდა. ასე რომ მუშაობა ბატონებო ეკონომიკაზე და უსაფრთხოებაზე თუ არა ხალხს სულ წიხლზე ჰკიდია პოსტზე არის თუ არა ის ლიდერი ვიზეც სწორება გააკეთეს.
ეკონომიკა+უსფრთხოება უნდა წავიდეს მზარდი სვლით ზევით თუ არა ცუდი ამბები მოხდება, ამისთვის კი ხადურს ან დარახველიძეს არავინ მიადგება.
მარჯვნივ და ოდნავ ზევით ავლენ პასუხის მოსათხოვად.
ახლა გისმენთ!
აბა თქვენ იცით როგორ მალე ჩაძირავთ