"ღარიბაშვილთან შეხვედრისას ოპოზიცია მოწოდების სიმაღლეზე იდგა"
"ღარიბაშვილმა შეძლო, პრემიერის რანგში კონსტრუქციული და კომპეტენტური ყოფილიყო და გამკლავებოდა უმცირესობის შემოტევებს"
"ნაციონალები" იყვნენ "მასპინძლები" და მათ "მიჰყავდათ" სხდომა, ირაკლი ღარიბაშვილი კი ტრიბუნასთან ეულად იდგა."
"კარგია, რომ პარლამენტი თანდათან პარლამენტს დაემსგავსა"
"საქართველოს არც ერთი პრემიერ-მინისტრი უგზო-უკვლოდ განათლებული არ ყოფილა."
"ჟურნალისტები და გამოძიება უნდა დაინტერესდნენ, რა ფუნქციას ასრულებდა ბატონი ჭიკაიძე 26 მაისს"
უმცირესობასთან საპარლამენტო შეხვედრას ასე შევაფასებ: კარგი იქნებოდა, იმ დეპუტატებს, რომლებიც 9 წლის განმავლობაში მხოლოდ ტაშის დაკვრით იყვნენ დაკავებული, იმის ნახევარი აქტიურობა და აგრესიულობა სააკაშვილის დროს გამოეჩინათ, ვიდრე გუშინ, როდესაც მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ და მწვავე შეფასებებს აკეთებდნენ და უფრო მწვავე კითხვებს სვამდნენ. ასე რომ მოქცეულიყვნენ, სააკაშვილის ხელისუფლება არაერთ შეცდომას გადაურჩებოდა და მათ მიმართ გაჩენილ საზოგადოების აგრესიას თავს აარიდებდენ. თუმცა, არის მეორე მომენტიც, - არ ვარ მომხრე, რომ მაშინდელი პარლამენტი განმეორდეს და ტაშის დაკვრის გარდა არაფერი ხდებოდეს. თავად "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცენტრალური ოპოზიციური პარტიაა და როდესაც ცენტრალური ოპოზიციური პარტია სვამს მწვავე კითხვებს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. 
http://www.kvirispalitra.ge/politic/19587-...leze-idgaq.html