თურქულ სკოლებში ლაზურს ქართული ანბანის ნაცვლად, ლათინურით ისწავლიან"
17 ნოემბერს ქურთ მოქალაქეებთან შეხვედრის დროს თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანის მიერ გაკეთებული განცხადება ალბათ ბევრს ჩააფიქრებს: ერდოღანმა ნაციონალისტური სულისკვეთებით გაჟღენთილ ცეცხლოვან სიტყვაში ერთიან თურქულ ნაციას მიაკუთვნა ქართველები და ლაზებიც. რას უნდა გვიქადდეს ერდოღანის მხრიდან ასეთი "პრივილეგია", ამის შეფასება ჩვენს რესპოდენტებს მივანდეთ.
მამუკა არეშიძე, კონფლიქტოლოგი:
-ეტყობა, ერდოღანმა გადაწყვიტა, გადაფაროს თავისივე ნათქვამი, რომ ქართველია. ალბათ ამ განცხადებით სურს ახსნას, თუ ქართველი ფესვები აქვს, მაშინ თურქი, როგორღაა. არც ის არის გამორიცხული, რომ ერდოღანი თურქულ საზოგადოებას აჩვევეს იმ აზრს, რომ ქართველები თურქები არიან, მაგრამ უბრალოდ ქრისტიანები. დავითოღლუს იდეოლოგიის ნაწილია ის, რომ ოსმალური იმპერიის პოლიტიკური გავლენების აღდგენა უნდა მოხდეს იმ სივრცეზე, სადაც თავის დროზე ეს იმპერია მოიაზრებოდა. რაც შეეხება ლაზების თემას, ეს პროპაგანდის ნაწილია, თუმცა, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ბევრი ლაზი ქართველად არ თვლის თავს. ეს არის ოსმალური იმპერიის მრავალწლიანი მუშაობის შედეგი. სამწუხაროა, მაგრამ ამ რეალობას ვერ გავექცევით.
- უნდა მოახდინოს თუ არა სახემწიფომ რეაგირება?
- რასაკვირველია, უნდა მოახდინოს, როგორც თქვა ერდოღანმა, ისე უნდა უპასუხოს საქართველოს ხელმძღვანელობამაც. ხელისუფლებამ უნდა განაცხადოს, რომ ის, რაც ერდოღანმა თქვა, არ არის სიმართლე და ქართულ, ლაზური მეგრული ერთია და თურქული სულ სხვაა.
ნიკა რურუა, ყოფილი კულტურის მინისტრი:
- მე ამ განცხადებას მისი შიდა პოლიტიკის ჩვეულებრივ რიტორიკად მივიჩნევ, რადგან თურქეთში მულტიეთნიკური მოსახლეობაა და მათ შორის ძალიან ბევრი ქართველია. რაც შეეხება ლაზურ ეთნოსს, აქ ზოგი მათგანი ქართველად თვლის თავს, ზოგი ცალკე ეთნოსად. ასე რომ აქაც ახალს და საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ.
- ხომ არ ცდილობს თურკეთი პოლიტიკური გავლენა მოიპოვოს ოსმალური იმპერიის (ძველი იმპერიის) სივრცეზე?
- არანაირად. თურქობა, როგორც ამერიკელობა, არაა ეთნიკური კუთვნილება, არამედ მოქალაქეობრივი კუთვნილება, ერდოღანიც ამას გულისხმობდა, ჩემის აზრით.
- უნდა უპასუხოს თუ არა ერდოღანის განცხადებას საქართველოს ხელისუფლებამ?
- არა მგონია, რადგანაც ამით დავძაბავთ კარგ, სტრაგეგიულ პარტნიორს, შეურაცხყოფას მივაყენებთ მას ამგვარი უნდობლობის გამოვლინებით. თუ ამგვარმა ნიუანსებმა სისტემატური სახე მიიღო, მაშინ სხვა საქმეა. მაგრამ, ვფიქრობ, ასე არ მოხდება.
http://www.kvirispalitra.ge/politic/19595-...qul-nacias.html