ზამთარი მკაცრი, სურათი მძაფრი
ლეკვები გარეთ ლოკავენ ასფალტს
ნაგვის ბუნკერთან უსწორებს ლეკვებს
მშიერი დედა მუყაოს საბანს
სველ ასფალტზე წევს, თვითონაც სველი
შვილებს უყვება პატრონის ამბავს
როგორ გააგდო სახლიდან ერთხელ
რადგან იერით ჯიშიანს არ გავს
ვიღაც გამვლელმა მოტეხა ფეხი
შეჩვეულია შიმშილს და ჩაგვრას
ეგება შიმშილს ისევ აჯობოს
თუ გადადაურჩა ძაღლისმჭერ ჯალათს
სადარბაზოსთან ქალი გამოჩნდა
ბინძურ ნარჩენებს მიათრევს ათასს
იქნება დაბლა დავარდეს რამე
თუ ააცილებს ნაგვის ყუთს ნაგავს
ზამთარი მკაცრი, სურათი მძაფრი
ლეკვები ისევ ელიან ჭამას
ნაგვის ბუნკერთან უსწორებს შვილებს
მშიერი დედა მუყაოს საბანს
This post has been edited by srt-8 on 22 Nov 2013, 17:17