მეგობრებო - მოგეხსენებათ ალბათ რა მოხდა 1953 წელს რუსეთში...
იოსებ ბესარიონოვიჩი, რომელიც მარქსისტთან ერთად - ქრისტიანიც იყო (წაიკითხეთ -> მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი),
აპირებდა დიდი საეკლესიო კრების ჩატარებას, რომლის მიზანი - მართლმადიდებლობის ცენტრის რუსეთში გადატანა, კომუნისტების
დაჭერა და სხვა თანმდევი პროცესები იყო.. სოსო შიგნიდან ებრძოდა ამ მანკიერ სისტემას და ბერიასთან ერთად დიდ გეგმას ამზადებდა,
რომელსაც საბოლოო იერიში უნდა მიეტანა მევახშე კაპიტალისტებზე და თანასწორობაზე / ქრისტიანობაზე დაფუძნებული სისტემით
დაემყარებინა მსოფლიო წესრიგი...
თუმცა ეს ყველაფერი კომუნისტებმა დროულად "მოწვეს" და ჯერ სტალინი მოკლეს, ხოლო შემდეგ გადატრიალება მოუწყვეს ჩვენებურ
ლავრენტი პავლოვიჩს - რომელიც ასევე ბუმბერაზი პიროვნება გახლდათ.. ამას რა მოყვა კი ვიცით - სტალინის, ბერიას და იდეოლოგიის
გარეშე დარჩენილი საბჭოთა კავშირი ჩამოინგრა და კაპიტალისტების მსხვერპლად იქცა...
გამოხდა ხანი და დიდ რუსეთს ჩაუდგა სათავეში ვლადიმერ პუტინი, რომელიც სტალინზე ფანატიკურადაა შეყვარებული და როგორც
ამბობენ იოსების ძველ ჩანაწერებში ძრომიალი და ბუხრის პირას ამ იდეების გონებრივი "გადამუშავება" - მისი საყვარელი საქმიანობა
გახლავთ.. მოიჯენს გვერდზე დუგინს და სტალინის ისტორიებთან ერთად, უსმენს - "ვაინა ი მირ"-ს და "პოდნატია ცელინა"-ს..
გასაკვირი არ არის რომ სწორედ პუტინის დროს იწყება რუსეთის ხელახალი აღორძინება.. ვლადიმერი რუსეთს მის დიდ ავტორიტეტს და ძლიერებას უბრუნებს, თუმცა ჯერ კიდევ შორია გასავლელი იმ კონდიციამდე - რომელშიც ის სტალინის სიკვდილამდე გახლდათ..
მაგრამ ფაქტია რომ პუტინი ძალიან ახლოსაა მიზანთან და თანამედროვე მსოფლიოს თუ დავაკვირდებით ეი ამერიკის დაშლას, ლიბერალიზმის მარცხს, ევროპის ისლამიზაციას და ა.შ და ა.შ - რუსეთი საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება და ნებისმიერ გეოპოლიტიკური კატაკლიზმას, ყველაზე იოლად ამარცხებს და ხშირად ისეთი წარმოდგენა გვექნება, რომ თვითონაა მისი გამომწვევიც და ინიციატორიც..
ამიტომ საქართველომ დროული არჩევანი უნდა გააკეთოს და გამარჯვებულის მხარეზე დადგეს..
ფაქტია რომ ამერიკისგან რა ხეირიც უნდა მიგვეღო მივიღეთ -> კოკა-კოლა დავლიეთ, მაკდონალდსის ბურგერები ვჭამეთ,
ეიპლის სათამაშოებით წავითამაშეთ და ა.შ და ა.შ - ახლა დროა გართობა გვერდზე გადავდოთ და საქმით დავკავდეთ, რაც გულისხმობს
შემდეგს:
1) სტალინის ძეგლების განთავსება საქართველოს რამდენიმე ქალაქში
2) ბაღდათს დაუბრუნდეს ისტორიული სახელი და დაერქვას -> მაიაკოვსკი
3) "პასპორტი" და "მარქსიზმი & ნაციონალური საკითხი" -> ისწავლებოდეს სკოლებში - პირველივე კლასიდან..
4) 1956 წლის 9 მარტს დაღუპულ ადამიანებს - მივაგოთ დამსახურებული პატივი..
5) ხუნტა და ზვიადის ჩამოგდება ბრალდება დასავლეთის კაპიტალისტურ ქვეყნებს და სანამ ზარალს არ აგვინაზღაურებენ
იქამდე ვწყვეტთ ყველანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებს..
6) ევრაზიანიზმით დაინტერესება და დიდი რუსი ფილოსოფოსის ალექსანდ დუგინის მოწვევა თბილისში - რომ რასაც ვერ გავიგებთ,
კითხვები დავუსვათ და უფრო გავნათლდეთ.. ეი დუგინის თვიური... (კვირეული არ გვეყოფა, თვიური ჯობია...)
7) ჩამოყალიბდეს დროებითი მთავრობა, რომელსაც ერთის მხრივ უხელმძღვანელებენ ძველი სტალინისტები - ეი გრიშა ონიანი,
ვალერი კვარაცხელია და ა.შ, ხოლო მეორეს მხრივ - "მრგვალი მაგიდის" წევრები (ვინც ხუნტას გადაურჩა და შემდეგ უკვე ამ ბოზურ
ცხოვრებაში კაცობა და პატიოსნება არ დაკარგა)
ნუ დასაწყისისთვის ესეც საკმარისია და დანარჩენებს ნელ-ნელა დაგაწევთ...
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი