პუბლიცისტ ვასილ მაღლაფერიძისთვის რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის მიერ აფხაზებისა და ოსების მისამართით გაკეთებული განცხადება გაუგებარია.
ასე ეხმაურება Facebook-ის გვერდზე ვასილ მაღლაფერიძე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის იმ განცხადებას, რომელშიც მან აფხაზებს და ოსებს დაფიქრებისკენ მოუწოდა.
„კეთილი ინებეთ აფხაზებმა და ოსებმა, დაფიქრდით, რუსეთში რჩებით, თუ მოდიხართ საქართველოსთან ერთად ევროპაში,“ – განაცხადა რეინტეგრაციის საკითხთა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.
ვერაფერს იტყვი, მედგარი განცხადება, თუ ისიც არის მოფიქრებული, მერე რას ვამბობთ ან ვაკეთებთ, რომ გვიპასუხონ, კეთილი ინებეთ და თქვენ გზაზე წადით, ჩვენს თავს ჩვენ მივხედავთო.
არადა დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ სწორედ ასე გვეტყვიან და დაგვიმთავრებია საკითხი. და რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი?
რას ნიშნავს ეს განცხადება?! მივდივართ და ვტოვებთ აფხაზებს და ოსებს რუსეთში?! რუსებსაც ეს არ უნდოდათ?! და ვის ვაგულისჭირებთ ამით?! კარგი იქნება, მთავრობამ მოქალაქეებს გასაგებად აგვიხსნას, ამგვარი ნიშნისმოგებითი განცხადებებით რა შედეგის მიღწევას ლამობს!“, – წერს მაღლაფერიძე.
http://frontnews.ge/ge/news/17851მომწონს სამოქალაქო სექტორის აქტიურობა