უკარინაში განვითარებული მოვლენებისა და ევროკავშირისთვის, აზერბაიჯანის მიერ მიძღვნილი შუა თითის შემდეგ, დავფიქრდი, რომ საქართველოსაც რომ დაუდგეს იგივე მომენტი, რა რეაქცია ექნება საქართველოს მოსახლეობას.
არჩევნების შედეგად, ქართველმა ერმა, საქართველოს მომავალი ევრაზიული კავშირის რელსებზე გადააწყო, მიუხედავად იმისა, რომ 200 წელია ცდილობს მისგან დამოუკიდებლობის მოპოვებას. განსაკუთრებით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ქვეყანამ გადაიტანა ომები.
სამოქალაქო ომი და აფხაზეთის ომი, რომელიც პირდაპირ რუსეთის მიერ იყო მოწყობილი და მას უდანაშაულო ქართველები შეეწირენ. შემდეგ 2008 წლის ომი, რომელსაც ამჯერად, ისევ ქართველები შეეწირენ. მერე რა, რომ ისინი აფხაზები და ოსები იყვნენ.
ჩემი აზრით, რუსეთმა მას შემდეგ რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, პრეზიდენტით, პრემიერ მინისტრით და სხვა მინისტრებით, პრობლემები გაჩნდა უკრაინაში, რომელიც არჩევანის წინაშე დგას - მან უნდა გადაწყვიტოს, გზა ევროპისკენ თუ გზა რუსეთისკენ.
აზერბაიჯანმაც, ამ მოვლენების დროს გაუშვირა შუა თითი ევროკავშირს,
როგორ ფიქრობთ:
- საქართველო დადგება თუ არა არჩევანის წინაშე, იგივე პირობებში, როგორც უკრაინა?
- იქნებ, ჩვენ, უკვე გავაკეთეთ არჩევანი?
- მაგრამ, რამდენად აქვს გააზარებული ქართველ ერს ეს არჩევანი?
- გამაგებინეთ, რატომ იბრძოდა ამდენი წელი და რის ფასად, თუ კვლავ მისი მონა უნდა გახდეს, ქართველი ერი?
- რა არის, ეს ევრაზიული კავშირი, ისეთი რომ რუსეთის ყველა აგრესიას, იმ სისხლს და ტანჯვას გადაწონის, ქართველებისთვის, რაც გვარგუნა?