რაც არ უნდა იყოს
საქართველო გახდება ნამდვილი დემოკრატიული , თავისუფალი ქვეყანა .
და ეს ამ რევოლუციის დამსახურებაა .
შეიძლება მისმა შემოქმედებმა არ იმოქმედეს ჭეშმარიტად დემოკრატიულად თუმცა მომავალში საქართველო გახდება ქვეყანა სადაც დაცული იქნება ადამიანის უფლებები , სადაც იქნება დაცული კანონის უზენაესობა , სადაც მთავრობები შეიცვლებიან და არა ქვეყნის მიმართულება .
მჯერა ქართველი ახალგაზრდობა შეძლებს იცხოვროს ფინანსურად გამართულ ქვეყანაში , სადაც არ იქნება სამსახურის მოძიება პრობლემა , სადაც სწავლის გადასახადის გადახდა არ იქნება პრობლემა , სადაც მშობლები უსაფრთხოდ გაუშვებენ შვილებს სკოლაში .
დღესაც ბევრი პრობლემაა მაგრამ მჯერა რომ ეს ყველაფერი მოგვარდება , კოჰაბიტაცია დასრულდა ( წმინდა იურიდიული თვალსაზრისით ) მაგრამ ნამდვილი დებატებისა და კრიტიკის ფაზა ახლა იწყება , სამოქალაქო საზოგადობა ვაკონტროლებთ მთავრობას , ბევრჯერ ჩვენიც გავიტანეთ..
მოკლედ შეუქცევადი პროცესები დაიწყო 2003 წელს , დღესაც გრძელდება და დამთავრება სრული თავისუფლებით , გამთლიანებით , დემოკრატიზაციით , სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრებით..
გაიხსენეთ ის სიხარული რაც 2003 წელს იყო
მე ძალიან პატარა ვიყავი , მაგრამ მიხაროდა.