საღოლ იპნ
რა ოპერატიულად აგიღიათ ინტერვიუ

როგორი პოლიტიკაც არ უნდა გაატაროს რუსეთმა, უკრაინის ევროპულ არჩევანზე გავლენას ვერ მოახდენს
16:26 22-11-2013
ოფიციალური კიევის მიერ ევროკავშირთან ასოცირებული წევრობისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელმოსაწერ შეთანხმებაზე მუშაობის შეჩერების მიზეზებზე, აგრეთვე, თუ როგორ აისახება ეს გადაწყვეტილება საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე "ინტერპრესნიუსი" უკრაინის სახალხო მოძრაობისა და პარტია "რუხის" თანათავმჯდომარეს, ივან ზაიაცს ესაუბრა. - ბატონო ივანე, თქვენი აზრით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება ევროკავშირთან ასოცირებული წევრობისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე მუშაობის შეჩერების შესახებ უფრო ეკონომიკური, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო?
- რა თქმა უნდა, პოლიტიკური. ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ უკრაინის წინაშე ეკონიმიკური პრობლემები, რა თქმა უნდა, იქნებოდა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება მიზანშეწონილი არ იყო. აშკარაა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობებში პაუზისა და ასეთ მასშტაბურ ბაზარზე უარის თქმის გადაწყვეტილებას საერთო არაფერი აქვს ეკონომიკურ ფაქტორებთან.
- გამოდის, რომ უკრაინისათვის ბრძოლაში დასავლეთი მოსკოვთან დამარცხდა?
- არა მგონია, რომ ასეთი შეფასება სწორი იყოს, ვინაიდან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უკრაინის მთავრობის ეს გადაწყვეტილება არ შეესაბამება უკრაინელი ხალხის ინტერესებსა და მისწრაფებებს. უკრაინელთა უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასა და ქვეყნის ევროპულ არჩევანს. ამ გადაწყვეტილების ლეგიტიმურობა ეჭვის ქვეშ დგას. ფაქტია, რომ ხალხი მას მხარს არ უჭერს.
- თქვენი აზრით, რამდენად დიდია ალბათობა, რომ ვილნიუსის სამიტამდე უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილება შეიცვალოს?
- ამას ნაკლებად ვვარაუდობ. ვფიქრობ, რომ იგი ვილნიუსის სამიტამდე არ შეიცვლება.
- სულ ცოტა ხნის წინ უკრაინელი ექსპერტები გამოთქვამდნენ მოსაზრებას, რომ პრეზიდენტი იანუკოვიჩი დასავლეთს ევაჭრებოდა, მას უნდოდა ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, მაგრამ ისე, რომ ტიმოშენკო ციხეში დარჩენილიყო. გამოდის, რომ იანუკოვიჩი თამაშობდა და საკმაოდ წარმატებითაც?
-
ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ტიმოშენკოს საკითხი მთავრი არ იყო. პასუხი უნდა ვეძებოთ მოსკოვისა და უკრაინული რადის ბუნებასა და ხასიათში. უკრაინის ხელისუფლება არ აღიქვამს თავის თავს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ხელისუფლებად და არ აქვს აღებული პასუხისმგებლობა ამ სახელმწიფოზე. ეს იმ ტიპის ხელისუფლებაა, რომელიც ორიენტირებულია არა ნაციონალურ, არამედ თავის ბიზნეს-ინტერესებზე. ამიტომაც მივიჩნევ, რომ ტიმოშენკოს საკითხი, ანუ დარჩებოდა თუ არა ის ციხეში ან მიეცემოდა მას სამკურნალოდ გერმანიაში გამგზავრების საშუალება, გადამწყვეტი არ იყო და უბრალოდ მიზეზი გახლდათ. - შესაძლოა, ასეც იყო, მაგრამ თავად დასავლეთს არ უნდა დაეყენებინა კიევის წინაშე ასე კატეგორიულად ტიმოშენკოს საკითხი. ბოლოს და ბოლოს, მას შეეძლო ამ მოთხოვნის დღის წესრიგიდან მოხსნაც. რჩება შთაბეჭდილება, რომ ბრიუსელმა თავად შეუწყო ხელი იანუკოვიჩს, უარი ეთქვა უკრაინის ევროპულ არჩევანზე. . .
- შეიძლება სხვაგვარადაც ვიფიქროთ - იანუკოვიჩის მთავრობამ ევროპასთან ხელმოსაწერ დოკუმენტზე მუშაობის გადაწყვეტილება ნაჩქარევად იმიტომაც მიიღო, რომ ბრიუსელს შეეძლო, უკანასკნელ მომენტში ტიმოშენკოს საკითხი დღის წესრიგიდან მოეხსნა.
- დეპუტატმა კლიჩკომ საზოგადოებას პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდა. რამდენად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საზოგადოების პროტესის გამო მთავრობამ გადაწყვეტილება ვილნიუსის სამიტამდე შეცვალოს?
- საზოგადოებისა და პოლიტიკოსთა უმრავლესობა უარყოფითად აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დიდი იქნება მთავრობის გადაწყვეტილებაზე საზოგადოების პროტესტი. ამ პროცესში უარყოფითი როლი შეასრულა პარლამენტმა, რომელიც აყოვნებდა ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებას. პარლამენტი მთავრობის მიერ ორგანიზებული ცირკის მთავარი მოთამაშე გახლდათ. ბოლოს პარლამენტს უთხრეს - მადლობა იმისთვის, რომ ამ ცირკში მონაწილეობდით, მაგრამ ახლა საჭიროა ამ ცირკის დასრულება.
- შეიძლება ჩაითვალოს, რომ უკრაინის ევროპული არჩევანის იდეა იანუკოვიჩმა დაასამარა?
-
არავითარ შემთხვევაში. უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება უკრაინის ევროპული არჩევანის იდეის დესკრედიტაციას კი ემსახურება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საზოგადოების განწყობებზე გავლენას ვერ მოახდენს. იმედგაცრუება გაივლის და უკრაინელთა უმრავლესობა თავის ევროპული არჩევანის ერთგული დარჩება. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობის ამ გადაწყვეტილებით ყველამ წააგო. წააგო რუსეთმა იმიტომ, რომ უკრაინის ევროპასთან ინტეგრაციაში პაუზა თავად რუსეთში გამოიწვევს ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას. წააგო ევროპამ, ვინაიდან ახალი ევროპის უკრაინის გარეშე წარმოდგენა შეუძლებელია. ბუნებრივია, რომ წააგეს უკრაინელებმა, ვინაიდან თავიანთ მომავალთან მიმართებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახლა ვერ გადადგეს.
-
გასულ კვირაში კიევში ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელსაც შეხვედრა ჰქონდა პრეზიდენტ იანუკოვიჩთან. ითქვა, რომ საუბარი შეეხო სუამ-ის იდეის აქტუალიზაციას, ოღონდ ამჯერად თურქეთის მონაწილეობით. ბაქოს ინიციატივა იმით გახლავთ მნიშვნელოვანი, რომ მოსკოვმა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება თურქეთსაც შესთავაზა. იმის გათვალისწინებით, რომ თავის დროზე სუამის იდეა ვაშინგტონს ეკუთნოდა, ექსპერტთა უმრავლესობამ ბაქოს ინიციატივა ვაშინგტონს მიაწერა. თქვენი აზრით, რამდენად მისაღები შეიძლება აღმოჩნდეს თურქეთის მონაწილეობით
სუამის გააქტიურების იდეა უკრაინული პოლიტიკური ელიტისათვის? - საერთაშორისო ასპარეზზე ნებისმიერი თანამშრომლობა რაციონალურ ინტერესებს ეფუძნება. ჩემი აზრით, დღეს უკრაინამ ევროპული მიმართულებით უნდა იმოძრაოს. გადასაწყვეტია პრინციპული საკითხი - მონაწილეობს თუ არა გამყოფი ზოლების გარეშე ახალი ევროპის მშენებლობაში უკრაინა. ვფიქრობ, რომ უკრაინაში ამ ვექტორის რამე სხვა ვექტორით შეცვლა შეუძლებელია.
- მას შემდეგ რაც ნატო-მ 2008 წლის აპრილში საქართველოს უარი უთხრა მაპ-ის მინიჭებაზე, 2008 წლის აგვისტოში საქართველომ რუსეთის მხრიდან ღია აგრესია მიიღო. რამდენად დიდია ალბათობა, რომ მას შემდეგ რაც მოსკოვმა კიევს ევროპულ არჩევანზე უარი ათქმევინა, რუსეთი უკრაინასთან ურთიერთობაში უფრო აგრესიულ პოლიტიკას გაატარებს.
- ახლა განსხვავება იმაშია, რომ 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე უკრაინისა და საქართველოსათვის მაპ-ის მინიჭებაზე უარი ნატო-ს ქვეყნებმა უთხრეს. ახლა გადაწყვეტილება უკრაინის მთავრობამ მიიღო. აშკარაა, რომ თუ ევროპასთან ურთიერთობებში უკრაინის პაუზა დიდხანს გაგრძელდა, კრემლს უკრაინაში მოქმედებისათვის ხელ-ფეხი გაეხსნება და იგი კიევთან მიმართებაში უფრო ხისტ პოლიტიკას გაატარებს. იგი უკრაინის მიმართ თაფლაკვერის ნაცვლად, უფრო მეტად მათრახის პოლიტიკის რეალიზებაზე გადავა.
რუსეთი იმპერიული სინდრომითაა დაავადებული. მოსკოვში ჰგონიათ, რომ თუ უკრაინას თავისი გავლენის სფეროში მოაქცევენ, რუსეთი კვლავაც ძალიან ძლიერი და გავლენიანი ქვეყანა გახდება. ეს ილუზიაა. მას ისეთი პრობლემები აქვს, რომელთა გადაწყვეტასაც ევროპასთან თანაშრომლობის გარეშე ვერ შეძლებს. ასეთი პრობლემა გახლავთ სწრაფად განვითარებადი ჩინეთი. ფუნდამენტური ისლამის გავრცელება, ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა და დემოგრაფიული პრობლემები. ეს ის პრობლემებია, რომლებიც რუსეთს იმპერიად გადაქცევის საშუალებას არ მისცემს. 
- რამდენადაც ვიცი, უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ევროპულ არჩევანს. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა პოზიციას დაიკავებს იანუკოვიჩის მხარდამჭერი ელექტორატი მთავრობის გადაწყვეტილების მიმართ. შესაძლოა, დასავლეთ უკრაინის პოზიცია ამ საკითხისადმი გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს. შეძლებს იანუკოვიჩი ძალაუფლების შენარჩუნებას?
- ჩემი აზრით, იანუკოვიჩმა დიდი მარცხი იწვნია. საზოგადოების განწყობებით ასე არ თამაშობენ. იანუკოვიჩი და მისი მთავრობა თითქმის 5 წელია, აკეთებდნენ განცხადებებს უკრაინის ევროპული არჩევანის სასარგებლოდ ახლა კი ერთ დღეს სრულიად სხვა მიმართულების სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღეს.
რაც შეეხება ძალაუფლების შენარჩუნებას. მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები 2015 წელს უნდა გაიმართოს. აშკარაა, რომ მას ამ პერიოდში ქვეყნის მართვა გაუჭირდება. ყველა შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ უკვე შეუძლია დაივიწყოს ფიქრი პრეზიდენტობის მეორე ვადაზე.
- არჩევნებამდე საკმაოდ ბევრი დროა, მანამდე რუსეთი შეძლებს უკრაინის რესურსების ხელში ჩაგდებას. . .
- ვერ შეძლებს და იცით რატომ? რუსეთს თავისი პრობლემები აქვს, მათ შორის ეკონომიკური და ის, რომელზეც ზემოთ უკვე მოგახსენეთ. ახლა რუსეთი საუკეთესო ვითარებაში არ არის. მესმის, რომ მას როცა ტერიტორიების დაპყრობა სურდა, ისტორიულად შესწევდა უნარი, მობილიზება გაეკეთებინა თავისი რესურსებისათვის, მაგრამ ახლა სხვა ვითარებაა. ვეჭვობ, რუსეთმა შეძლოს თავისი პრობლემებისაგან გათავისუფლება და უკრაინის რესურსებისათვის ბრძოლის გამართვა. როგორი პოლიტიკაც არ უნდა გაატაროს რუსეთმა უკრაინის მიმართ, იგი ჩვენს ევროპულ არჩევანზე გავლენას ვერ მოხდენს და ევროპულ ვექტორს ვერ შეგვაცვლევინებს.
პრობლემა მხოლოდ დროის დაკარგვას უკავშირდება. დროის დაკარგვა სხვა პრობლემებს წარმოაჩენს და უბრალოდ, უკრაინის ევროპასთან ინტეგრაციის ფასი აშკარად გაიზრდება.
- საზოგადოების რეაქციაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ რამდენად შეიძლება იყოს 24 ნოემბრისათვის კიევში ოპოზიციის დაგეგმილი მიტინგი ისეთი, რომელიც ხელისუფლებას გადაწყვეტილების შეცვლას აიძულებს?
- ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. როგორც კი მთავრობამ თავისი გადაწყვეტილება გაახმოვანა, ხალხი "მაიდანზე" შეიკრიბა და 24 ნოემბრისათვის ფართომასშტაბიანი მიტინგი დაიგეგმა. ყველა საუბრობდა იმაზე, რომ ახლა ხალხის შეკრების დროა. "მაიდანზე" შეკრებილი ხალხი შეეცდება, გამოაფხიზლოს უკრაინის მთავრობა.
- თქვენ ახალი "მაიდანის" გამეორებას არ გამორიცხავთ?
- არ გამოვრიცხავ, რადგან მთავრობის გადაწყვეტილება სერიოზული პრობლემაა არა მარტო საზოგადოებისათვის, არამედ პოლიტიკოსებისათვისაც.
- თქვენი აზრით, როგორ აისახება უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილება რუსულ-ქართულ დიალოგზე?
-
რუსეთი საქართველოს მიმართ მკაცრად იმოქმედებს, მაგრამ ვისურვებდი, რომ საქართველომ ევროპული გზიდან არ გადაუხვიოს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში მკაცრი პოლიტიკის გატარებას შეეცდება, მას მაინც არაფერი გამოუვა, ვინაიდან ყველა ფრონტზე მას ძალები არ ეყოფა. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ უკრაინა ევროპულ პერსპექტივაზე უარს არ იტყვის. უკრაინას ევროპასთან ურთიერთობაში პაუზა ექნება, მაგრამ ეს არსებითად არაფერს არ შეცვლის. უბრალოდ, უკრაინას მოუწევს უფრო დიდი საფასურის გადახდა იმასთან შედარებით, თუ ვილნიუსის სამიტზე ხელს მოაწერდა ხელშეკრულებას ევროკავშირთან ასოცირებული ურთიერთობებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ამიტომ გეტყვით -
მიუხედავად იმისა, რაც ახლა უკრაინისა და ევროპის ურთიერთობებში ხდება, საქართველომ ხელები არ უნდა ჩამოუშვას, პირიქით, უნდა დააჩქაროს ევროპისკენ თავისი სვლა. კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"
http://www.interpressnews.ge/ge/eqskluzivi...-moakhdens.htmlძალიაჯნ საინტერსო ინტერვიუა
This post has been edited by forumeli64 on 23 Nov 2013, 19:47
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...