უკრაინის ექს–პრემიერმა იულია ტიმოშენკომ მოუწოდა პრეზიდენტ იანუკოვიჩს, სასწრაფოდ მოიწვიოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა და მიიღოს გადაწყვეტილება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანმების გაფორმების თაობაზე.
ოპოზიციის ლიდერის პრეზიდენტისადმი მიმართვა მისი უფლებების დამცველმა სერგეი ვლასენკომ გამოაქვეყნა.
„სიტყვას გაძლევთ, რომ თუ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიიღებს გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე, იმავე დღეს მივმართავ ევროპელ ლიდერებს თხოვნით, მას ხელი ყოველგვარი კრიტერიუმების, მათ შორის ჩემი ციხიდან გათავისუფლების წინაპირობის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც მოაწერონ“, — ნათქვამია მიმართვაში.
ტიმოშენკომ ასევე განაცხადა, რომ „კლავს რა ამ შეთანხმებას, იანუკოვიჩი მის ცხოვრებაში მთავარ შეცდომას უშვებს“ და პრეზიდენტს მიმართა რეკომენდაციით, „არავითარ შემთხვევაში, არანაირი პირობით არ დარჩეს პირისპირ რუსეთთან“.
ამასთანავე, მან მოუწოდა უკრაინელებს, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებისადმი პროტესტის ნიშნად მოედნებზე გავიდნენ.
- See more at:
http://frontnews.ge/ge/news/16810#sthash.v...7.HReAiULA.dpuf