თემურ ქეცბაია საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელად უნდა დარჩეს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახი კალაძემ განუცხადა.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკების გზით საფეხბურთო ნაკრებში არსებული დაპირისპირება მოგვარდება. კალაძე აქვე დასძენს, რომ ამგვარი უთანხმოება ნაკრებში მას არ ახსოვს:
"ზოგადად მტკივნეულია ის თემა, რაც ფეხბურთში ხდება, მაგრამ დარეგულირდება. ვფიქრობ, ყველაფრის დაბალანსება შეიძლება. უბრალოდ დასხდნენ, გაისაუბრონ და თუ რამე აქვთ ერთმანეთისთვის სათქმელი, სჯობს, ტელევიზიისა და ჟურნალისტების გარეშე გააკეთონ. მრავალი წელი ნაკრების კაპიტანი ვიყავი და მაშინ ასეთი უთანხმოება არ ყოფილა. როდესაც რამე ხდებოდა, მაშინვე ირკვეოდა ყველაფერი და დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში ყველაფერი დალაგდება. ქეცბაია უნდა დარჩეს, უნდა მივცეთ საშუალება, იმუშაოს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ბოლოს რა ქვეჯგუფში ვიყავით", - განაცხადა კალაძემ.
თემურ ქეცბაიას ეროვნულ ნაკრებთან კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული და ის გუნდის დატოვებას არ აპირებს.
http://reportiori.ge/?menuid=3&id=9620&lang=1