გამარჯობა. მოკლედ ვყიდულობ მანქანას და მე რაღაც ვარიანტები მაქვს მაგრამ რადგან აქ ბევრი კარგად მცოდნე პოსტავს იქნებ უკეთესი ვარიანტიც გამოჩნდეს

მოკლედ მანქანაზე მოთხოვნები ასეთია:
ჯიპი მინდა
მინდა იყოს ეკონომიური ოღონდ გაზის ხარჯზე არა (ანუ გაზი არ მინდა)
რახან ეკონომიური უნდა იყოს შესაბამისად პატარაც უნდა იყოს (ანუ 4 კარიანი და დიდი მოცულობის ძრავიანები არ მინდა)
მარცხენა საჭით (გადატანილი არა)
2000 წელზე ახალი
უკანა ხიდის ბლოკირება თუ ექნება საერთოდ კარგი
ვეძებე ვეძებე და საბოლოოდ 4 ვარიანტი გამოვარჩიე
1. 3 კარიანი მიცუბიში პაჯერო
2. სუზუკი ჯიმნი
3. ჯიპ ვრანგლერი
4. 2005-ზე ახალი სუზუკი გრანდ ვიტარა
ამ ოთხი ვარიანტიდან ყველაზე მეტად პაჯერო მომწონს რადგან გრანდ ვიტარა არაა ბოლომდე ჯიპი უფრო ქალაქისაა და არ მინდა ეგეთი მირჩევნია ქალაქში შედარებით დისკომფორტში ვიყო სამაგიეროდ უგზოობაზე არ შემარცხვინოს

ვრანგლერი კია ძალიან მაგარი მაგრამ შედარებით ძვირია და თან აქ ცოტა დადის ეგეთი და რამე რომ გამიფუჭდეს ნაწილების შოვნა უფრო რთული იქნება ვიდრე პაჯეროზე. ჯიმნიც ძალიან მომწონს მაგრამ მგონი ზედმეტად პატარაა და არც ეგენი დადის ბლომად და ნაწილების მხრივ როგორი იქნება არ ვიცი და მოკლედ ამ ოთხი ვარიანტის გარდა კიდევ რამე ვარიანტები თუ მოგივათ თავში მითხარით არ მოგერიდოთ

წინასწარ დიდი მადლობა ყველას ვინც დამეხმარება. ჩემთვის პირველი მანქანაა და ბევრს ნიშნავს რომელი იქნება და ამიტომ ვეძებ ასე გულით

ბიუჯეტი: დაახლოებით $7000.