ასოციაცია "ჩვენი სახლი - საქართველო" აცხადებს კონკურსს ლოგოტიპის შექმნაზე.
პირობები: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს - სტუდენტს, პროფესიონალ დიზაინერს, დიზაინერთა ჯგუფს, სარეკლამო კომპანიას/სტუდიას.
დავალება: ლოგოტიპის დამზადება ასოციაცია "ჩვენი სახლი - საქართველო"-სათვის.
ასოციაცია "ჩვენი სახლი - საქართველოს" საქმიანობა:
** ზრუნვა ბავშვთა კეთილდღეობაზე
** სპეციალიზებული მცირე საოჯახო სახლების მეთოდის კონსულტანტების მხარდაჭერის უზრუნველყოფა
** შიდა ქართლსა და კახეთის რეგიონში მცირე საოჯახო სახლების ფსიქოლოგიური სამსახურით უზრუნველყოფა
** საქართველოში არსებული სახელმწიფო დაფინანსების მქონე ყველა ტიპის მცირე საოჯახო სახლების 15 წლიდან და ზემოთ მოზარდების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და პროფორიენტაცია, პროგრამა "იზრუნე მომავალზე".
მოთხოვნები:
** კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ ლოგოტიპის 2 ნიმუში - ქართული და ინგლისური წარწერით (ქართული: ასოციაცია "ჩვენი სახლი - საქართველო"; ინგლისური: Association "Our Home - Georgia").
** ლოგოტიპი უნდა იყოს დინამიკური და აქცენტი გაკეთდეს ორგანიზაციის სამუშაო მიზანზე, მისი კონცეფცია უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზაციის საქმიანობას.
** შესაძლებელია დეკორატიული ელემენტებისა და სიმბოლოების გამოყენება.
** მასალა უნდა იყოს წარმოდგენილი JPEG ფაილის სახით. ხარისხიანი რეპროდუქციის მიზნით, გამარჯვებულმა შემდგომში უნდა წარადგინოს მასალა ვექტორულ გრაფიკულ ფორმატში (EPS). ლოგო უნდა იყოს მარტივად გამოსაყენებელი, დასამუშავებელი; მარტივად უნდა შეიძლებოდეს ზომის ცვლილება, მანიპულირება ნებისმიერი რეპროდუქციის მიზნით.
** უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი, როგორც მცირე (სულ მცირე 2X2სმ), ასევე, ფართო მასშტაბით.
ფერთა გამა: ლოგოტიპის ფერი არ უნდა იყოს გამაღიზიანებელი. სასურველია მშვიდი ტონების გამოყენება.
ინტელექტუალური საკუთრება:
გამარჯვებული ლოგო ხდება ასოციაციის საკუთრება და შეიძლება გამოყენებულ იქნას ასოციაციის ნებისმიერი მიზნებისათვის, მათ შორის და არა მხოლოდ, განთავსება ვებ-გვერდებზე, სავიზიტო ბარათებზე, ბეჭდური სათაურების სახით, პოსტერებსა და სხვა მასალებზე. ასოციაციას უფლება აქვს გამოიყენოს, შეცვალოს ან სხვაგვარად ნაწილობრივი ან მთლიანი სახით გამოიყენოს გამარჯვებული ლოგო მისი შეხედულებისამებრ.
გამარჯვებულის და პრიზის გამოვლენა:
** შემოსული მასალებიდან გამარჯვებული აირჩევა ასოციაციის დირექტორისა და თანამშრომლობის მიერ. მათი გადაწყვეტილება იქნება საბოლოო და არანაირი შემდგომი კორესპონდენცია არ იქნება გათვალისწინებული.
** მასალები შეფასდება მათი ვიზუალური მომხიბვლელობით, კონკურსის კონცეფციასთან თანხვედრით, დიზაინის ხარისხით და გამოყენების სიმარტივით ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებისთვის.
** გამარჯვებული ინფორმირებული იქნება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და მისი ვინაობა გამოცხადდება ასოციაციის Facebook-ის გვერდზე (http://facebook.com/ourhome.georgia), შესაძლოა სხვა მედია საშუალებებითაც.
შესრულების ვადა:
კონკურსანტებმა ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2013 წლის 7 ნოემბრისა. ლოგო უნდა გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: ourhome.georgia@gmail.com
წერილში მიუთითეთ კონკურსში მონაწილე პირის/პირების საკონტაქტო ინფორმაცია.
გამარჯვებული გამოვლინდება 10 ნოემბერს.
საპრიზო თანხა: კონკურსის გამარჯვებულს გადაეცემა საპრიზო თანხა 300 ლარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: +995 596 10 44 55
http://www.ohg.ge |
http://facebook.com/ourhome.georgia This post has been edited by Flasher on 4 Nov 2013, 10:22